26.04.2024 | 07:04
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
"პატრიოტთა ალიანსის" გამაფრთხილებელი აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან [ვიდეო]

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა კანდიდატების წარდგენის შემდეგ აქცია-მსვლელობით საკონსტიტუციო სასამართლოსთან გადაინაცვლეს. ეს იყო გამაფრთხილებელი პროტესტი. ოპოზიციურ პარტიაში საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურად მიკერძოებული ქმედება დაგმეს. საქმე ეხება პატრიოტების სარჩელს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსგან, საარჩევნო კომისიებში წევრის ჩამორთმევის საკითხის, არაკონსტიტუციურად გამოცხადებაs გულისხმობს. სასამართლო კი სათათბირო პერიოდს განგებ აჭიანურებს და „პატრიოტთა ალიანსისთვის“ გადაწყვეტილების გამოტანას აგვიანებს. როგორც პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, პროტესტს  უფრო მასშტაბური ხასიათი მიეცემა, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო მათ მოთხოვნას დროულად არ დააკმაყოფილებს.

დღის გადაცემები