19.04.2024 | 22:03
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დავით თარხან-მოურავი - სამწუხაროდ, საქართველოს სატრანზიტო დერეფანმა დაკარგა თავისი ფუნქცია [ვიდეო]

სომხეთმა შეძლო სწორი დიპლომატიის წარმოება. ასევე, აზრბაიჯანმა შეძლო სწორი დიპლომატიის წარმოება და დაიბრუნა ტერიტორიები. ერთადერთმა ქვეყანამ კავკასიაში, ყოფილმა ლიდერმა  ქვეყანამ - საქართველომ, ვერაფერით შეძლო საერთო ენა გამოენახა რუსეთთან, რაც ძალიან დაგვაზარალებს“, - განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა „ობიექტივის“ ეთერში.

„საქართველოს სატრანზიტო დერეფანმა დაკარგა თავისი ფუნქცია. ახლა გაიხსნება რუსეთი-დაღესტანი-აზერბაიჯანის გზა, საიდანაც ტვირთები სომხეთშიც წავა, სომხეთიდან ირანში და საქართველო დაკარგავს ფუნქციას. ეს დაარტყამს ჩვენს ბიუჯეტსაც და  შემცირდება ტვირთბრუნვაც. ყველაფერი ხდება ჩვენი სიჯიუტის და უგუნურობის ხარჯზე. რასაც ამერიკის შეერთებული შტატების დავალებით აკეთებდა მიხეილ სააკაშვილი ჩვენთვის დამთავრდა ტრაგიკულად. დავკარგეთ ახალი ტერიტორიები და აღმოვჩნდით ეკონომიკურ კოლაფსში. ყველაფერს რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“ აშშ-ს დავალებით ჩვენთვის მთავრდება სავალალოდ. ამიტომ, სწორი მიდგომა უნდა გვქონდეს.

სომხეთმა შეძლო სოწრი დიპლომატიის წარმოება. ასევე, აზერბაიჯანმა შეძლო სწორი დიპლომატიის წარმოება და დაიბრუნა ტერიტორიები. ერთადერთმა ქვეყანამ კავკასიაში, ყოფილმა ლიდერმა  ქვეყანამ - საქართველომ, ვერაფერით შეძლო საერთო ენა გამონახა რუსეთთან, რაც ძალიან დაგვაზარალებს“, - განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა.   

დღის გადაცემები