24.04.2024 | 19:09
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვახტანგ ყოლბაია - ნეიტრალიტეტი არ ნიშნავს უარი თქვა დასავლეთთან ურთიერთობაზე

''ნეირალიტეტი არ ნიშნავს გარიყული იყო დანარჩენ სამყაროსგან, უარი თქვა დასავლეთთან ურთიერთობაზე''- განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ.

''ნახეთ,  ნეიტრალური ქვეყნები მსოფლიოში  ეკონომიკურად როგორი განვითარებულები არიან. ნეიტრალიტეტი არ ნიშნავს გარიყული იყო დანარჩენი სამყაროსგან, უარი თქვა დასავლეთთან ურთიერთობაზე. იმ ქვეყნებთან თანამშრომლობაზე, რომლებიც წამყვანნი არიან ეკონომიკურად და პოლიტიკურად.  ორმხრივი ურთიერთობით შეიძლება ყველაფრის დალაგება. არ არის პანაცეა, რომ მიდიოდე ნატოსკენ, სადაც არ გელოდებიან  და სადაც შენ იქნები ტვირთი, რომლის ზიდვაც დასავლეთს არ სურს''- განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ ''ობიექტივის'' ეთერში.

დღის გადაცემები