19.04.2024 | 05:30
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გიორგი ლომია - ჩვენი დასავლეთის სანქციებზე მიერთება რუსეთისთვის იქნება ნულის ტოლფასი, ხოლო საქართველომ შეიძლება ეკონომიკური კოლაფსი განიცადოს

დასავლეთის მოთხოვნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შევუერთდეთ, შეიძლება ითქვას პროვოკაციულია- განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ლომიამ გადაცემაში „სტუდია#8“.

როგორც ლომიამ აღნიშნა, ყველა სიტყვა და ქმედება უნდა მოვზომოთ, რომ საკუთარი ქვეყანა არ დავაზარალოთ.

„დასავლეთის მოთხოვნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შევუერთდეთ, შეიძლება ითქვას პროვოკაციულია. ჩვენი დასავლეთის სანქციებზე მიერთება რუსეთისთვის იქნება ნულის ტოლფასი, ხოლო ამის შედეგად საქართველომ შეიძლება ეკონომიკური კოლაფსი განიცადოს, რადგან ხორბლეულის 80% შემოდის რუსეთიდან, ნავთობი, გაზი შემოდის რუსეთიდან და დენსაც ვყიდულობთ.  დასავლეთი ითხოვს, ამ ქმედებით დავანახოთ მსოფლიოს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სამყარო არის ერთიანი. მაგრამ, სამყარო რუსეთის წინააღმდეგ არ არის ერთიანი, ჩინეთი სანქციებს არ უერთდება და შუამავლის როლს სთავაზობს რუსეთ-უკრაინას. იგი რუსეთის წინააღმდეგ არ მიდის. ასევეა, ინდოეთიც და ბრაზილიაც. ამიტომ, ყველა სიტყვა და ქმედება უნდა მოვზომოთ და საკუთარი ქვეყანა არ დავაზარალოთ“- აცხადებს გიორგი ლომია.

დღის გადაცემები