25.04.2024 | 08:37
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი - "ასეთი უსამართლობა მერე ყოველთვის სხვანაირად - დაჩაგრულის გამარჯვებით მთავრდება!"
"პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი:
"ძალიან საგულისხმოა, რომ საარჩევნო პროცესის დასრულებამდე სხვადასხვა და ერთმანეთთან აცდენილი ეგზიტპოლებიდან გამომდინარე "ქართული ოცნებაც" ისევე ზეიმობს, როგორც "ნაცმოძრაობა". ჩვენ სწორედ ამაზე ვლაპარაკობდით, როდესაც ვამბობდით, რომ ღალატს და შეთანხმებას აქვს ადგილი. საინტერესო ის არის, რომ მაშინ, როდესაც საარჩევნო უბნებზე ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს, 8 საათზე ცხადდება ეგზიტპოლი - ეს ფსიქოლოგიური ტერორი გამიზნულია იქით, რომ მოახდინონ აბსოლუტური რყევა ამ საარჩევნო უბნებზე, დაუკარგონ რწმენა და იმედი ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს, წევრებს და მხარდამჭერებს. ეს ტერორი გამიზნულია იმისათვის, რომ მოხდეს უბნებზე ყურადღების მოდუნება და ზუსტად ახლა განახორციელონ თავიანთი ბოროტი ზრახვები ორივემ!
პირველ რიგში, მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის აქტივს, რომელიც მთელი დღის მანძილზე საარჩევნო პროცესს მართავს. მეორე, მე მინდა სწორედ ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს, კომისიის წევრებს, დამკვირვებლებს მივმართო და ვუთხრა, რომ მოიკრიბონ ძალისხმევა და ენერგია - არავითარ შემთხვევაში არ მოექცნენ ამ ეგზიტპოლების შედეგების გავლენის ქვეშ. საარჩევნო პროცესი ჯერ არ არის დასრულებული და ჩვენ დაზუსტებული ინფორმაცია გვაქვს, რომ "პატრიოტთა ალიანსის" 10 000-ობით მხარდამჭერი რეალურად მივიდა საარჩევნო უბნებზე და ხმა ჩვენ მოგვცა! ჩვენი ხმებია, მეგობრებო, ახლა დასაცავი, ამიტომ გამორთეთ ტელევიზორი - ნუ უყურებთ ნურც "იმედს" და ნურც სააკაშვილის ტელევიზიებს! თქვენ იცოდეთ, რომ ეს შედეგები შეიცვლება!
"ნაციონალური მოძრაობაც" და "ქართული ოცნებაც", რომელიც სუფთად აგებდა ამ არჩევნებს და აგებს, იმიტომ რომ ჩვენი აუდიო არჩევნების თანახმად 15% არის "ქართული ოცნების" რეალური რეიტინგი და "ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ გამქრალია პოლიტიკური ველიდან, იმიტომ ასწრებენ ამ ზეიმს, რომ მათ ეს ძალიან კარგად იციან.
ახლა რაც არ უნდა დაწერონ და სიმართლე გითხრათ, სულ არ მაინტერესებს, რას დაწერენ - მე ვიცი, რომ ჩვენ გამარჯვებულები და ძლიერები ვართ! ჩვენი პარტია გამოირჩევა მხარდამჭერთა დიდი მოცულობით და სწორედ ეს აისახა აუდიო არჩევნებში, რომელიც ეყრდნობა უტყუარ მტკიცებულებებს. მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ პასუხისმგებლობა მარტო პოლიტიკურ პარტიებს და მათ ლიდერებს არ აქვთ, პასუხისმგებლობა ამომრჩეველსაც აქვს. ჩვენ ყველა მოქალაქეები ვართ! როგორ ქვეყანაში გინდათ ცხოვრება - 23%-იანი მწამებლების ქვეყანაში, სადაც, ვითომ, ეს მწამებლები დაამარცხეთ და ამ დროს კი არ დაამარცხეთ, გააძლიერეთ?
რაც ეხლა ხდება, ეს ჩვენთვის ახალი არ არის - სწორედ ის ხდება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ამ მთელი ერთი წლის მანძილზე, განსაკუთრებით, ბოლო თვეებში და გუშინ და გუშინ წინ, როცა მე ვთქვი, რომ "ქართული ოცნება" ზეწოლის ქვეშ იმყოფება. სწორედ ეს გვანახა ეგზიტპოლმა. ყველა ადამიანს ესმის, რომ "პატრიოტთა ალიანსზე" 3%-ის დაწერა - ეს არის უკიდეგანო ტყუილი, ცინიზმი და სირცხვილი. 3% ჩვენი ამომრჩევლის მარტო თავისუფლების მოედანზე იდგა 3 ოქტომბერს. ასეთი უსამართლობა მერე ყოველთვის სხვანაირად მთავრდება - დაჩაგრულის გამარჯვებით მთავრდება!" - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
დღის გადაცემები