18.04.2024 | 04:09
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
აჭარაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე უკანონოდ გასხვისებული ქონების დაბრუნებას ითხოვენ

ბათუმში მოქმედმა 27 ორანიზაციამ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში მიღებული ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების შესახებ, ერთობლივი განცხადება გაავრცელა. მათ დღეს სააკაშვილის ხელისუფლების მიერ 1 ლარად გაყიდულ ობიექტთა ნუსხა წარმოადგინეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, აჭარაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე უკანონოდ გასხვისებული ქონება სახელმწიფოს დაუბრუნდეს, ასევე შეისწავლონ თუ რას ასწავლიან ფეთულა გიულენის მიერ, ბათუმში დაფუძნებულ სასწავლებელში. როგორც ერთ-ერთი ორგანიზაციის წაარმომადგენელმა თენგიზ თავდგირიძემ აღნიშნა, 2013 წელს ხელმოწერილი ბრძანებების საფუძველზე, მიხეილ სააკაშვილმა ათასობით პირს, რომელთა 97 % ქართულ ენას არ ფლობს, საქართველოს მოქალაქეობა უკანონოდ მიანიჭა. მათგან, 3 200 ტერორისტია, რომლებიც ამჟამად სირიაში იბრძვიან.

დღის გადაცემები