26.04.2024 | 12:27
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გიორგი ლომია - უკრაინას სპეციალური სტატუსი რომ მიენიჭებინა ლუგანსკისთვის და  დონეცკისთვის,  არ მოხდებოდა რუსების მხრიდან ამ ტერიტორიების აღიარება

უკრაინას სპეციალური სტატუსი რომ მიენიჭებინა ლუგანსკისთვის და  დონეცკისთვის,  არ მოხდებოდა რუსეთის მხრიდან ამ ტერიოტირების აღიარება. ასე დაგვემართა ჩვენც აფხაზეთთან მიმართებაში - განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ლომიამ გადაცემაში „სტუდია #8“. 

„როდესაც იწყება კონფიქტი ამ კონფლიქტის მოგვარების გზა  უფრო იოლია, სანამ გაღვივდება კონფლიქტი და ესკალაციას მიიღებს. კონფლიქტის დაწყებამდე, სავარაუდოდ, იქნებოდა შესაძლებელი, რომ უკრაინას სპეციალური სტატუსი მიენიჭებინა ლუგანსკისთვის,  დონეცკისთვის და არ მოხდებოდა რუსების მხრიდან ამ ტერიტორიების აღიარება. ასევე უკრაინას უნდა მიეღო უბლოკო სტატუსი.

 

დღეს ჩვენ ვსაუბრობთ სულ სხვა პროცესზე. ახლა, ულტიმატუმით ეუბნება რუსეთი უკრაინას, რომ უბლოკო სტატუსიც უნდა მიიღოს და დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობაც აღიაროს და ასევე უნდა აღიაროს ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში. ეს რასაკვირველია მტკივნეულია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, როდესაც ის იცავს თავის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენთვისაც იქნება წარმოუდგენლად რთული იმის აღიარება, რომ აფხაზეთი და ოსეთი საქართველო აღარ არის.  ჩვენ პრაგმატიზმზე იმიტომ ვსაუბრობთ, რომ ჯობს დღეს მიიღო შენთვის შეიძლება საზოანო, მაგრამ არა დამღუპველი გადაწყვეტილება, რადგან საბოლოო ჯამში, მაინც მოგიწევს არჩევანის გაკეთება, რომელიც შენთვის უკვე გამანადგურებელი იქნება. ამის მაგალითი ჩვენ გვაქვს აფხაზეთთან მიმართებაში, როდესაც 1992 წელს გვეუბნებოდნენ, რომ ფართო ავტონომია მიგვეცა აფხაზეთისთვის, რომელიც დარჩებოდა ჩვენს შემადგენლობაში, მაგრამ ჩვენ უარი ვთქვით და მივიღეთ ის, რომ აფხაზეთი აღიარა რუსეთმა. შეიძლება ეს გადაწყვეტილება იმ დროს ჩვენთვის არ იყო მოსაწონი, მაგრამ გამოდის, რომ არ იქნებოდა დამღუპველი“-განაცხადა გიორგი ლომიამ „ობიექტივის“ ეთერში.

დღის გადაცემები