19.04.2024 | 01:57
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე პოლიტიკური პარტიები მოქალაქეებს საკუთარ პროგრამებს აქტიურად აცნობენ

არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე პოლიტიკური პარტიები მოქალაქეებს საკუთარ პროგრამებს აქტიურად აცნობენ,  რეგიონების მსგავსად "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობას დედაქალაქშიც ხვდებიან და პარტიის სამოქმედო გეგმის შესახებ  მოსახლეობას ინფორმაციას აწვდიან. გლდანის მოსახლეობას "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ჭიქაშვილი შეხვდა, ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მათთან ერთად ამ პრობლემების  გადაჭრის გზებზე იმსჯელა.

 

"პატრიოტთა ალიანსის" საბურთალოს მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატი კახა ძაგანია კულტურის სფეროს წარმომადგენლებს  შეხვდა,  მათთან  შეხვედრის დროს მთავარი  განსახილველი საკითხი   ხელოვანებისთვის  შესაბამისი გარემოს შექმნა  იყო.   როგორც ღონისძიებაზე მიწვეული  ხელოვანები აღნიშნავენ სფეროში არსებულ პრობლემებს  "პატრიოტთა ალიანსი" მოაგვარებს.

 

 დედაქალაქის მსგავსად  "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატები  რეგიონებში შეხვედრებს ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობენ.

დღის გადაცემები