24.04.2024 | 08:39
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
არ ენდოთ "TV პირველს"! [ვიდეო]

პოლიტიკურად მოტივირებული  მედიაპროდუქტი ქართულ რეალობაში სიახლე ნამდვილად არ არის, თუმცა ჩვენს სიუჟეტში, დეტალურად გაგაცნობთ ტყუილს, რომელიც დაუფარავად,  „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარის, პრეს-კონფერენციის შემდეგ „ტვ პირველის“ ეთერში დღეს გავიდა. გარდა იმისა, რომ აღნიშნული მედიასაშუალებისთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა იარლიყების მიწებება, წამყვანი პირველივე წინადადებაში იტყუება. ამბობს, რომ 2020 წელს ჩატარებული კვლევის შედეგების გასაღება „პატრიოტთა ალიანსმა“  რუსეთის დაკვეთით სწორედ ახლა გადაწყვიტა.

აქვე,  წამყვანი კიდევ ერთ ტყუილს ამბობს. ეჭვს კი არ გამოთქვამს, არამედ მტკიცებით ფორმაში ადგენს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ გააქტიურება მაინც და მაინც „ალტ-ინფოს“ მოქმედებებს ემთხვევა. არადა დღევანდელ ბრიფინგზე ტვ პირველის ჟურნალისტმა საკითხთან დაკავშირებით დეტალური და ამომწურავი პასუხი მიიღო.

წამყვანის შემდეგ პირდაპირ ეთერში სიცრუის კორიანტელი დაატრიალა ჟურნალისტმაც.  გიორგი ხუხია, ყოველგვარი ფაქტობრივი მტკიცებულებების გარეშე, საკუთარ ვარაუდს, როგორც ჭეშმარიტებას ისე ასაღებს და ამბობს, რომ  რუსეთმა თავის საინფორმაციო ომში მთელი არტილერია ჩართო.  არტილერიაში კი „პატრიოტთა ალიანსი“ და მედია-კავშირი „ობიექტივიც“ მოაზრა. ჟურნალისტისთვის მანიპულაციის საგნად იქცა 2020 წლის მასშტაბური გამოკითხვაც, რომელიც პატრიოტების დღევანდელ ბრიფინგზე არა როგორც სიახლე, არამედ როგორც მტკიცებულება ისე იყო წარმოდგენილი.

ჟურნალისტმა, იმის მიუხედავად, რომ ალტ-ინფოსთან დაკავშირებით დავით თარხან-მოურავისაგან განმარტება  მიიღო, თხრობა მაინც  ამ რეჟიმში გააგრძელა. უფრო მეტიც, შეერთებული შტატების ელჩთან რადიო თავისუფლების ექსკლუზიური ინტერვიუ, ისე წარმოაჩინა, თითქოს კელი დეგნანის შეფასებების ადრესატი „პატრიოტთა ალიანსია“ და თანაც, დღევანდელ პრესკონფერენციას ელჩი საგანგებოდ გამოეხმაურა. არადა, ინტერვიუ რადიო თავისუფლებამ  საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 30 წლის თარიღთან დაკავშირებით ჩაწერა.

ბოლოს, ეშხში შესული ჟურნალისტი ისე გაკადნიერდა, რომ ტელეკომპანია „ობიექტივის“ მაუწყებლობის გამო უკმაყოფილებაც კი გამოთქვა. ჟურნალისტური პრინციპებიდან გამომდინარე ხუხიას პირდაპირ პასუხს არ გავცემთ, თუმცა  კოლეგიალურ რჩევას ნამდვილად მივცემთ.  როცა რეპორტიორი კონკრეტულ თემაზე სიუჟეტს ამზადებს აუცილებელია საკითხში კარგად გაერკვეს და კითხვა შემდეგ დასვას, რათა  უხერხულ ვითარებაში მომავალში მაინც არ აღმოჩნდეს.

დღის გადაცემები