26.04.2024 | 05:09
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი - "პატრიოტთა ალიანსი" აგრძელებს აქტიურ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად [ვიდეო]

"პატრიოტთა ალიანსი" აგრძელებს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას და ბრძოლას ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად"- ამის შესახებ ირმა ინაშვილი სოციალურ  ქსელში წერს.  მისი განცხადებით, უახლოეს მომავალში ყრილობა გაიმართება, სადაც მათი მხარდაჭერები სამოქმედო გეგმის შესახებ, კიდევ უფრო მეტ დეტალს  შეიტყობენ. ირმა ინაშვილი  ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან  კოჰაბიტაციაში შესული  ქართული ოცნება, საფრთხეს უქმნის  ქვეყნის განვითარებას. 

 

"პატრიოტთა ალიანსი" აგრძელებს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას და პირდაპირ ვამბობ, აგრძელებს ბრძოლას ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. გასული წლის ოქტობრიდან დღემდე ჩვენ ძირითადი აქცენტი გადატანილი გვქონდა პარტიული საქმიანობის ტექნიკურ ნაწილზე. დაიგეგმა შემდგომი მოქმედების ყველა დეტალი. დაიგეგმა მიმართულებები. სწორედ ამ პერიოდში პატრიოტთა ალიანსს მთელი საქართველოს მასშტაბით შემოუერთდა წევრთა სრულიად ახალი შემადგენლობა. მახარებს და უზომოდ მაიმედებს ის ფაქტი, რომ ამ ახალ შემადგენლობაში ძველ, გამოცდილ კადრებთან ერთად, ახალგაზრდობა დომინირებს. ერთი თვის ფარგლებში ჩვენ ვემზადებით ყრილობისთვის, რომელზეც პატრიოტთა ალიანსი საზოგადოებას მოქმედების, ბრძოლის კონკრეტულ გეგმას წარუდგენს. მოვუწოდებ ჩვენი პარტიის ერთგულ წევრებს და მხარდამჭერებს,- აქტიურად ადევნეთ თვალი ჩემს გვერდს, რათა გქონდეთ ობიექტური ინფორმაცია. ჩვენ ბევრჯერ გაგვივლია ეს გზა. ბევრჯერ ეგონათ, რომ წაგვაქციეს, მაგრამ ვისაც ეს ეგონა, იმედები გაუცრუვდა და მალე თავად დაეცა. ახლაც გადავდივართ მოქმედების, ვიმეორებ: ბრძოლის მორიგ, ახალ ეტაპზე. ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს აქტივთან, იცით ეს. არ ვაპირებთ დანებებას. პირადად მე ძალისხმევა გადანაწილებული მაქვს, როგორც ტელეპროექტის- სტუდია N 8, ისე პარტიული საქმიანობის მიმართულებით. მე წლების მანძილზე საჯაროდ ვლაპარაკობდი იმაზე, რომ დაიბადა ახალი პოლიტიკური სახეობა- ოცნება+ნაცმოძრაობა. ეს სახეობა საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენი ქვეყნის წინსვლას, ეს სახეობა ანადგურებს ჩვენი ხალხის იმედს უკეთეს მომავალზე. ეს სახეობა ცდილობს გაანადგუროს ყველა, ვინც მასთან არაა. ისინი ქმნიან იმიტაციას, თითქოს ჩხუბობენ, მაგრამ ამ იმიტირებული დაპირისპირების ფონზე, იმედი მაქვს, ხედავთ, რომ ერთმანეთშია მათი ხსნა. სახელმწიფო დღეს დგას უსამართლობაზე, ტყუილზე, დამნაშავეებთან მოკავშირეობაზე, არავინ არ აპირებს არც სამართლიანობის აღდგენას და არც ქვეყნის ინტერესების დაცვას. ისინი იცავენ საკუთარ სკამებს. მე ვცდილობ მოვიტანო თქვენამდე ეს სიმართლე. ვცდილობდი პარლამენტიდან, ვცდილობდი საპროტესტო აქციებიდან, ახლა ვცდილობ გადაცემებიდან და ვეცდები საჯარო სივრციდან, იქნება ეს აქცია, შეკრება, მანიფესტაცია, დებატები, ყველა ბერკეტს გამოვიყენებ. ჩვენ უნდა გამოვფხიზლდეთ. "ქართული ოცნება" ღუპავს ქვეყანას, დავინახოთ ეს ბოლოს და ბოლოს.
კვლავ მოვუწოდებ ჩვენი პარტიის ერთგულ წევრებს და მხარდამჭერებს: მოვემზადოთ ყრილობისთვის, მოვემზადოთ მოქმედებისთვის. მოვემზადოთ მორიგი ბრძოლისთვის, ეს საქართველოს ინტერესების დასაცავი ბრძოლაა.
ჩვენ ვიცით, რომ მაისის თვეში რამდენიმე სხვადასხვა ჯგუფის მიერ სხვადასხვა საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ამ აქციების შემდეგ ვაჩვენოთ საზოგადოებას, რამდენი ვართ ჩვენ- საქართველოს პატრიოტები და მოქმედების რა გეგმას ვთავაზობთ ქართველ ხალხს.
P.S. ამ პოსტის დაწერას მოგვიანებით ვაპირებდი, მაგრამ ჩვენი პარტიის ირგვლივ ბოლო დროს აგორებულმა ჭორებმა (რომ თითქოს აღარ ვაპირებთ აქტიურობას) გადამაწყვეტინა სწორედ ახლა მიმემართა ჩვენი მხარდამჭერებისთვის. მესმის, რომ ბევრ ჯგუფს აქვს პარტიის შექმნის სურვილი და ეს დანაშაული არაა. მესმის, რომ ეძებენ მხარდამჭერებს, ესეც გასაგებია, მაგრამ ჩვენს პარტიას თავისი გზა აქვს და არ ვაპირებთ პენსიაზე გასვლას. ჯერ ბრძოლას ვაპირებთ.
აქვე კობახიძის მიერ გავრცელებულ ტყუილსაც შევეხები, რომ თითქოს იმ ე.წ. ოპოზიციის შეხვედრებზე დავდიოდი. თბილისის ყველა საპარიკმახეროში... დარიგებული დეიდები რომ სხედან და წუხხან,- ინაშვილს იქ რა უნდოდაო, ერთი ფოტო ან ვიდეოკადრი მაჩვენეთ, სად ვიყავი, რომელ ფანჩატურში? მე მხოლოდ ელჩების ფორმატში ვმონაწილეობდი. იქ, სადაც ბრძანდებოდა არჩილ თალაკვაძე, თავად ჭორიკანა კობახიძე, ირაკლი ღარიბაშვილი. სხვა არანაირ შეხვედრაზე მე არ ვყოფილვარ და ეს გადასარევად იცის ბატონმა ლილუაშვილმა, უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა. ასე რომ, თავი დაანებეთ ჩემი დისკრედიტაციის მცდელობას და გულშიჩახუტებულ ე.წ. საპარლამენტო ოპოზიციასთან განაგრძეთ ჟრიამული"- წერს ინაშვილი.
დღის გადაცემები