19.04.2024 | 23:58
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი - ნომერ მე-5 კოლონა ანუ ნაცმოძრაობა ცდილობს საქართველო გახვიოს რუსეთთან ომში!
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებას ეხმაურება, რომელმაც პატრიოტთა ალიანსის მიერ რუსეთის პრეზიდენტისადმი გაგზავნილი წერილის თაობაზე,  პროკურატურას მიმართა.
„ეს პერიოდი ბევრი სხვა საქმით ვიყავით დაკავებულნი და ნაცმოძრაობისთვის არ გვეცალა, მაგრამ ვერ ისვენებენ და მეც მოვიცლი მათთვის!
ნაცმოძრაობა, რომლის ტყუილმაც ნატოზე სრული კრახი განიცადა, ჩვენი წერილის თაობაზე, თურმე, პროკურატურას მიმართავს. მეტიც, ტვ პირველის ჟურნალისტი მიხსნის, რას ამტკიცებს ნაცმოძრაობა: ამ წერილში მოყვანილი გამოკითხვის შედეგების საფუძველზე ( გამოკითხულთა უმრავლესობა ნეიტრალიტეტის მომხრეა) რუსეთი საქართველოში შემოვაო. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რუსეთი საქართველოში როგორ უნდა შემოიჭრას, ეს სისულელე, იმედია, ყველას ესმის, რომ სისულელეა. გამოკითხვის გამო კი არა, საქართველოზე აგრესიას რუსეთი ნაცმოძრაობის და ომის მომხრე სხვა პროვოკატორების ქმედებების გამო თუ გადაწყვეტს და ამისი საშუალება გაწვრთნილ მოღალატეებს არ უნდა მივცეთ! გაიგეთ, ყველა უნდა გამოვფხიზლდეთ და ეს უბედურება არ უნდა დავუშვათ!
რა წერია წერილში? სულ სამი რამ:
1. საქართველოს ომი არ უნდა არავისთან, არც ერთ მეზობელთან!
2. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა ნეიტრალიტეტი.
3. მოდით, დავიწყოთ მოლაპარაკებები დეპუტატების დონეზე.
ეს სამშვიდობი წერილია, ისევე როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნებისადმი მიწერილი წერილი! მსოფლიოში ბევრი რამ იცვლება, ნეიტრალიტეტის თემა აქტუალური ხდება, თვითონ უკრაინას მიჰყავს მოლაპარაკებები რუსეთთან უსაფრთხოების ახალ გარანტიებზე და ნეიტრალიტეტზე!
ზელენსკი ღიად აცხადებს, რომ ნატო მათთვის დამთავრდა და ვიმეორებ: მიდის შეთანხმება ნეიტრალიტეტზე, ნეიტრალიტეტის უკრაინულ მოდელზე!
ასევე ვიმეორებ: ნომერ მე-5 კოლონა ანუ ნაცმოძრაობა ცდილობს საქართველო გახვიოს რუსეთთან ომში! ცდილობს განაგრძოს ყვირლი :"ნატო-ნატო" და ამასობაში მეორე ფრონტი საქართველოზეც გადმოვიდეს. აი, ესაა ნაცმოძრაობის მიზანი! ამ ნამდვილი ნომერ მე-5 კოლონის მიზანი!
რა უნდა გამოიძიოს პროკურატურამ? რატომ მივწერეთ წერილი რუსეთის პრეზიდენტს, რომ ომი არ გვინდა? დააკვირდით: ომი არ გვინდა, მშვიდობა გვინდა!!!! ამას ეხება წერილი და ამის გამო ვინმემ გამოძიება უნდა დაიწყოს?! ახლა ეს სასაცილო არაა?! მიწების ჩაბარებაზე, ახალგორის და კოდორის გაყიდვის გამო არავინ დაუსჯიათ და ჯობია, ამ დიდი ღალატის გამოძიებას დაუბრუნდნენ.
რაც შეეხება ვინმე დეპუტატ მამულაშვილს, რომელსაც ნაცმოძრაობის სახელით პროკურატურისთვის მიუმართავს, ის სრული უუჯრედოა და უუჯრედოებზე დროის დაკარგვას არ ვაპირებ“-წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.
დღის გადაცემები