23.04.2024 | 05:19
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დავით თარხან-მოურავი - უკრაინა, რომელიც უკვე მიხვდა, რომ ნატოში არ მიიღებენ, ნეიტრალიტეტს ითხოვს

პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა გადაცემაში „სტუდია #8“ უკრაინაში არსებული ვითარება მიმოიხილა და აღნიშნა, რომ უკრაინა, რომელიც უკვე მიხვდა, რომ ნატოში არ მიიღებენ, ნეიტრალიტეტზე ალაპარაკდა.

„უკრაინა, რომელიც აქამდე ამბობდა რომ, უნდოდა ნატოში,  ახლა  ამბობს, რომ ნატოში აღარ უნდა. ხელისუფლება მიხვდა, რომ მათ ნატო  არ მიიღებს. ისინი მიხვდნენ, რომ ახლა ერთადერთი გამოსავალი არის ნეიტრალიტეტი,  რომელიც უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო გარანტიებით. ეს არის ზუსტად ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ 10 წელია. მთელი 2020 წლის არჩევნების პერიოდში ამაზე ვსაუბრობდით, რომ უნდა ვიყოთ ნეიტრალური ქვეყანა და გაეროს დონეზე უნდა იყოს მიღწეული მოლაპარაკება, მიღებულ უნდა იქნეს საერთაშორისო გარანტიები. გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმომქმედი წევრების: ჩინეთის, საფრანგეთის, რუსეთის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს შეთანხმებით და საერთაშორისო გარანტიების საფუძველზე, უნდა განისაზღვროს საქართველოს  ნეიტრალიტეტის სტატუსი,“- განაცხადა დავით თარხან-მოურავმა „ობიექტივის“ ეთერში.

დღის გადაცემები