25.04.2024 | 22:14
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დავით თარხან-მოურავი - ნატოს ღია კარში დგომა უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არის საქართველოსთვის

დღეს, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა  დავით თარხან-მოურავმა და ირმა ინაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს. პარტიის თავმჯდომარემ, მედიის წინაშედა კიდევ ერთხელ  ნეიტრალიტეტის აუცილებლობაზე ისაუბრა. როგორც დავით თარხან-მოურავმა აღნიშნა, ნატოს ღია კარში დგომა უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არის საქართველოსთვის და უკრაინის მაგალითმა ცხადყო, რომ ნატო უკრაინას და საქართველოს არ დაიცავს.

„ჩვენი საუბრის თემა გახლავთ ნეიტრალიტეტი. ამ საკითხმა ფართო გამოხმაურება ჰპოვა საზოგადოებაში. ის ტრაგიკული და სამწუხარო მოვლენები, რაც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს, ჩემი აზრით, სრულიად ნათელყოფს იმას, რომ ჩვენი ტიპის ქვეყნებს არ აქვს გამოსავალი გარდა იმისა, რომ ნეიტრალური სტატუსის ქვეყნები გახდნენ. ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ ნატომ არ დაიცვა უკრაინა და არც დაიცვას, ამას ღიად ამბობს და არც ჩვენ დაგვიცავს არასოდეს.  

ბოლო 20 წელი დასავლეთის ქვეყნებში პოლიტიკური ძალები ყველანაირი: ფინანსური, პოლიტიკური, ეკონომიკური თვალსაზრისით, იმ პატრიების და არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნას, გაძლიერებას ეწეოდნენ და პროპაგანდირებდნენ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მუდმივად ერთ თეორიას ქადაგებდნენ, რომ ნატო დაგვიცავს ჩვენ. დღესაც ეს ხდება, მიდის საუბრები,  რომ ნატოსთან პარტნიორობა არის ერთგვარი გარანტია და დაცვის ჯავშანი. ეს მოვლენები რაც უკრაინაში მიმდინარეობს ნათლყოფს, რომ არავითარი ჯავშანი არ არის ნატო და ნატოსთან პარტნიორობა არ არის არანაირი დაცვა. ეს ყველაფერი აღმოჩნდა ძალიან დიდი ტყუილი და ამაზე ღიად საუბროს დღეს  უკრაინის ხელისუფლება.

ამ ვითარებაში გასაოცარია ის, რომ კიდევ უფრო ახალი თეორიები ჩნდება: ოღონდაც ღია იყოს ნატოს კარი და დაე ნუ მიგვიღებს, მაინც დაცულები ვიქნებით! ეს არ არის უბრალო სისულელე, ეს არის პროვოკაცია, რომლის ერთადერთი მიზანი არის ჩაჩვენი ქვეყანა ჩაითრიონ ომში და ამას ცდილობს #5 კოლონა ნაციონალური მოძრაობის სახით“- განაცხადა დავით თარხან-მოურავმა ბრიფინგზე. 

დღის გადაცემები