26.04.2024 | 06:08
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
"პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატების შეხვედრები მოსახლეობასთან

 არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება. "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატები საქართველოს მასშტაბით მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ. პარტიის, რუსთავის და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი პაატა ჯიბლაძე ამჯერად, რუსთავის ბაზარში იმყოფებოდა, მან თვითდასაქმებულებს "პატრიოტთა ალიანსის" წინსაარჩევნო გეგმა გააცნო, რომელიც ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული. კანდიდატმა შეხვედრისას, ყურადღება ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების  აუცილებლობაზე გაამახვილა, რათა ადამიანებს  არსებობისთვის აუცილებელი შემოსავალი ჰქონდეთ.  

 


კიდევ ერთი რეგიონი სადაც  მაჟორიტარობის კანდიდატი  მოსახლეობას ადგილობრივ ბაზარში  შეხვდა ეს ხაშურია. ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარობის კანდიდატი "პატრიოტთა ალიანსიდან" ელიზბარ პატურაშვილი ხაშურის ბაზრობის მოვაჭრეებს ესტუმრა.  კანდიდატმა  ადგილობრივებთან ერთად იმ მძიმე სოციალურ ეკონომიკურ მდგომაროებაზე ისაუბრა, რომელიც  ქალაქში არსებობს. ელიზბარ პატურაშვილმა მოსახლეობას  პატრიოტების მხარდაჭერისკენ მოუწდა, რათა  არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარება გაუმჯობესდეს.

 

მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს, "პატრიოტთა ალიანსის" სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი კობრავა. ის ამჯერად, წყალტუბოს ბაზრობაზე  იმყოფებოდა სადაც მოქალაქეებს საინფორამციო ფურცლები გადასცა. თვითდასაქმებულებთან ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი, ქვეყანაში არსებული კორუფცია და სიღარიბე იყო. კანდიდატმა ამომრჩეველს, არჩევნებზე მისვლისკენ და 8  ნომრის შემოხაზვისკენ მოუწოდა.  ირაკლი კობრავას თქმით, ის საკანონდებლო  ორგანოში ყველაფერს გააკეთებს, რათა  რეგიონში არსებული პრობლემები მოაგვაროს.    

 


"პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატი ახალციხის, ადიგენის, ბორჯომის და ასპინძის მუნიციპალიტეტებში დავით გოგიჩაიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. კანდიდატი ამჯერად, ახალციხის რაიონის სოფელ ჯუმღაში, წყალთუბანში დიდ და პატარა პამაჯში იმყოფებოდა. დავით გოგიჩაიშვილმა ადგილობრივებთან შეხვედრის დროს იმ  ვითარებაზე ისაუბრა, რომელიც მის ოლქშია. პატრიოტების მაჟორიტარობის კანდიდატი  ყურადღებას საკუთარი პარტიის  გეგმებსა და  პროგრამაზე ამახვილებს და ამბობს, რომ "პატრიოტთა ალიანსი" ის ერთადერთი ძალაა, რომელიც ქვეყანაში არსებულ პრობლემებს აუცილებლად მოაგვარებს.


 

"პატრიოტთა ალიანსი" წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად აწარმოებს ქუთაისშიც. ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ნონა ასათიანი მოსახლეობასთან შეხვედრებს ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს. მან ამომრჩეველს  წინსაარჩევნო გეგმები გააცნო და მოსახლეობას დაჰპირდა, რომ "პატრიოტთა ალიანსის"  ხელისუფლებაში  მოსვლის შემდეგ, საპენსიო ასაკი დაიწევს და ეკონომიკური კრიზისის დაძლევა ქვეყანაში უპირველესი ამოცანა იქნება.

დღის გადაცემები