26.04.2024 | 04:54
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა ევროსაბჭოს, ეუთოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეათა  სადამკვირვებლო მისიების  წარმომადგენლებს საქართველოში საარჩევნო გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 

 

"პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა  მისიების წარმოამდგენლებს პარტიის მიერ ჩატარებული უპრეცედენტო გამოკითხვის შედეგები გააცნო, რომლის მიხედვითაც "პატრიოტთა ალიანსს" მხარს ამომრჩეველთა 23 % უჭერს. ირმა ინაშვილმა შეხვედრაზე, არჩევნების შემდეგ მოსალოდნელ დესტაბილიზაციის საფრთხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რომ "ნაციონალური მოძრაობას" გაცილებით მეტი პროცენტი  დაუწერონ. მისივე თქმით, ყოფილი სახელისუფლებო გუნდი რევოლუციური სცენარისთვის ემზადება, რაც სააკაშილმა დაადასტურა. ვიცე-სპიკერი ხელისუფლებას მოუწოდებს, ქვეყანაში მშვიდი საარჩევნო გარემო უზრუნველყოს.

დღის გადაცემები