24.04.2024 | 15:53
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გარანტიების სანაცვლოდ, კიევი მზადაა  ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს  და ბირთვულ შეიარაღებაზე უარიც თქვას [ვიდეო]

საომარი მოქმედებების 34 დღეს, რუსეთსა და უკრაინას შორის კომპრომისის ხელშესახები შესაძლებლობები გამოიკვეთა. ოფიციალური კიევი გარანტიების სანაცვლოდ მზადაა  ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს  და ბირთვულ შეიარაღებაზე უარიც თქვას. უკრაინის სამხედრო მიუმხრობლობის ხელშეწყობაზე პასუხისმგებლობა უკვე აიღეს დიდმა ბრიტანეთმა, ჩინეთმა, ისრაელმა, თურქეთმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, პოლონეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა.  

ნეიტრალიტეტის გამოცხადებას არ ჩქარობს საქართველოს ხელისუფლება, არა და უკრაინის მაგალითმა ცხადყო, რომ საომარი მოქმედებების თავიდან არიდების ერთადერთი შესაძლებლობა სწორედ სამხედრო მიუმხრობლობაა. ნეიტრალიტეტის გამოცხადების შესახებ „ქართულ ოცნებას“ დიდი ხანია მოუწოდებენ პატრიოტთა ერთიან ფრონტში, საქართველოს „პატრიოტთა ალიანსმა“ კი ამ საკითხზე აზრი საქართველოს მილიონ ორასი ათას [1 200 000] მოქალაქეს უკვე ჰკითხა.

დღის გადაცემები