08.05.2024 | 08:42
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
პატრიოტთა ერთიანი ფრონტის ახალი გეგმები [ვიდეო]

ახალი პოლიტიკური ცენტრი, უახლოეს მომავალში მთელი ქვეყნის მასშტაბით გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს დაიწყებს.  დასრულდეს ქვეყანაში ორ პოლუსიანობა, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, საქართველო გამოცხადდეს სამხედრო მიუმხრობელ ქვეყნად, ეს იმ მოთხოვნათა არასრული ჩამონათვალია, რომლის ირგვლივაც 40 პოლიტიკური პარტია და საზოგადოებრივი ორგანიზაცია გაერთიანდა.

„პატრიოტთა ერთიანი ფრონტი“ მოსახლეობას, ადამიანების კეთილდღეობაზე ორიენტირებულ პოლიტიკას ჰპირდება. რატომ გახდა საჭირო ახალი ძალის ჩამოყალიბება, განმარტავენ „პატრიოტთა ალიანსში“ და აცხადებენ რომ, უახლოეს მომავალში, ერთიანი ფრონტი,  მოქმედების მეორე ეტაპზე გადავა,  მათ შორის იქნება, საპროტესტო აქციები და შეხვედრები მოსახლეობასთან. ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნას მიესალმებიან მოქალაქეები.

დღის გადაცემები