19.04.2024 | 17:57
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ოპოზიციური პარტიის ლიდერები კარლ ჰარცელს შეხვდნენ

არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე პოლიტიკური პროცესების შუაგულში ევროკავშირის ელჩის რეზიდენცია მოექცა. კარლ ჰარცელი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს პირისპირ შეხვდა და მათთან მოსაზრებებიც გაცვალა. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიზანი სახელისუფლებო გუნდის და სრულიად ოპოზიციური სპექტრის შეთანხმებაა.  კარლ ჰარცელთან აუდიენცია პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა ინდივიდუალურად გამართეს, რეზიდენციაში იმყოფებოდა "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი. ირმა ინაშვილმა ელჩთან ვიზიტის შემდეგ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პარტიის უცვლელი პოზიციისა და იმ ინიციატივების შესახებ განმარტა,  რომელიც მათივე ხედვით პროცესებს გააუმჯობესებს.

 

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში, კარლ ფარცელთან შეხვედრაზე "ლელო" და "გირჩი" გაერთიანებული ფორმატით იმყოფებოდნენ. აუდიენციიდან გამოსვლის შემდეგ, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს არ გაუმხელიათ ელჩთან საუბრის დეტალები, თუმცა განმარტეს, რომ ბოიკოტის მიზანი ქვეყნის უკეთესი მომავალია.

 

ოპოზიციური პარტიების გაერთიანება და ხელისუფლებისგან კომპრომისის მოთხოვნა საქართველოში პირველად არ ხდება. ბარიერ გადალახული პარტიები არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.

დღის გადაცემები