25.04.2024 | 04:32
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
"პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატები ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ

"პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატები ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ჭიქაშვილი გლდანის პირველ მიკრორაიონში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და საარჩევნო პროგრამა გააცნო. პარტიის პროპოციული სიის წევრმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მოქალაქეებმა მხარი სწორედ "პატრიოტთა ალიანსს" უნდა დაუჭირონ.

 

მერაბ ჭიქაშვილი ამომრჩევლებს პირდება, რომ ის თავდაუზოგავად იშრომებს მოქალაქეების ყოფის გასაუმჯობესებლად და საკანონმდებლო ორგანოში მათი ღირსეული წარმომადგენელი იქნება. "პატრიოტთა ალიანსის" ჭიათურა-საჩხერე-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კასრაძე ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.

 

გიორგი კასრაძე ამჯერად გორის, მერჯევისა და სავანის მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საჩხერის მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და საზოგადოებისგან ის პრობლემები მოისმინა, რომელიც ადგილობრივებს აწუხებს.

 

მთავარი ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში პაატა ჯიბლაძე მოსახლეობას სართიჭალაში შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივებს ის გეგმები გააცნო, რომელიც "პატრიოტთა ალიანსს" 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აქვს.

 

"პატრიოტთა ალიანსიდან" მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში სოსო პარწიკანაშვილი ახმეტის რაიონში, ზემო და ქვემო ალვანში და სოფელ არგოხში ოსურ დასახლებაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. უმუშევრობა, მთავრობისგან დავიწყებული ახალგაზრდები და რეგიონში არსებული პრობლემები - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათავალია, რომელიც სოსო პარწიკანაშვილმა მოსახლეობისგან მოისმინა და მისი გამარჯვების შემთხვევაში, მოსახლეობას უკეთეს მომავალს დაჰპირდა.

 

ფაქტია, რომ "პატრიოტთა ალიანსისთვის" საქართველოს ყველა რეგიონის განვითარება და არსებული პრობლემების მოგვარება პრიორიტეტული საკითხია. სწორედ ამიტომ ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ ამომრჩევლები 31 ოქტომბრის არჩევნებზე სწორ არჩევანს გააკეთებენ და მხარს სწორედ "პატრიოტთა ალიანსს" დაუჭერენ.

დღის გადაცემები