23.04.2024 | 20:58
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
"პატრიოტთა ალიანსი" მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

"პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალის წარმომადგენლები მოქალაქეებს პარტიის სამოქმედო გეგმას აცნობენ და მათი ყოფითი პრობლემების შესახებ პირადად ისმენენ. მაჟორიტარობის რეალურ ფუნქციაზე ისაუბრა დუშეთში ამომრჩეველთან შეხვედრისას სოსო შატბერაშვილმა, "პატრიოტთა ალიანსიდან" მცხეთა-თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ადგილობრივების ყოველდღიურობა უკეთესობისკენ შეიცვლება.

 

ხელისუფლებისგან უყურადღებოდ დარჩენილ სოფლებში იმყოფებოდა სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ირაკლი კობრავამ სოფელი ბაშის მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და ელექტორატს გამარჯვების შემთხვევაში მეტი სამუშაო ადგილის შექმნასა და სოციალური ვითარების გაუმჯობესებას დაჰპირდა.

 

თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში "პატრიოტთა ალიანსიდან" მაჟორიტარობის კანდიდატი თელავში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. უმუშევრობა, მთავრობისგან დავიწყებული ახალგაზრდების პრობლემები სოსო პარწიკანაშვილმა მოსახლეობისგან მოისმინა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

 

მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი. ზუგდიდელები ღიად საუბრობენ იმ პრობლემებზე, რომელიც მათ უკვე წლებია აწუხებთ. ოთარ ჭითანავასთან შეხვედრის დროს დევნილები ამბობენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მათი გასაჭირით არასდროს დაინტერესებულან და ზუგდიდელებს არსებულ პრობლემებთან გამკლავება მარტო დარჩენილებს უწევთ.

 

"პატრიოტთა ალიანსის" წევრები ამომრჩეველთან აქტიურ შეხვედრებს განაგრძობენ. ქვეყნის მასშტაბით შეხვედრებმა პარტიის მიმართ საზოგადოების განწყობა უკვე ნათლად აჩვენა. პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იმედოვნებენ, რომ 31 ოქტომბერს მთავარ სათქმელს ქვეყნის მოსახლეობა არჩევნებზე იტყვის და პროგრესულ მომავალს აირჩევს.

დღის გადაცემები