23.04.2024 | 00:47
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
არჩევნებამდე განწირული ნაციონალური მოძრაობა

"ნაციონალური მოძრაობა" 31 ოქტომრის მარცხისთვის ემზადება.წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მერიაში შესული წერილის თანახმად, არჩევნების დღეს პარლამენტის შენობის წინ აქციები დაანონსეს. მმართველი პარტია  განცხადებას ბრიფინით გამოეხმაურა. ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში ყოფნის 8 წლის თავზე  მოქალაქეებს წინა ხელისუფლების დესტრუქციული ქმედებების  და მავნებლური ზრახვების შესახებ კიდევ ერთხელ შეახსენეს  და აღნიშნეს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სასოწარკვეთილების პიკშია  და   მოქალაქეები არჩევნებზე ღირსეულ პასუხს გასცემენ.

 

მაშინ როდესაც მმართველმა პარტიამ  საკანონმდებლო ორგანოში "პატრიოტთა ალიანსის " რეზოლუცია ჩააგდო და სააკაშვილი-ბოკერიას სისხლიან რეჟიმის დასჯას  მხარი არ დაუჭირა ძირითად დროს წინა ხელისუფლების რადიკალურ ნაბიჯებზე საუბარს უთმობს. " პატრიოტთა ალიანსის " გლდანის მაჯორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ჭიქაშვილი წინა ხელისუფლების შეცდომებს და დესტრუქციულ ქმედებებს იხსენებს და მოქმედებთან გარიგებაზე საუბრობს.

დღის გადაცემები