26.04.2024 | 13:42
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დავით მელიქიძე - "პატრიოტთა ალიანსისთვის" ადამინების სოციალური მდგომარეობაა პრიორიტეტი და მერე სხვა დანარჩენი საკითხები [ვიდეო]

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებამდე ერთი თვე რჩება. "პატრიოტთა ალიანსი" წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად აგრძელებს. პარტიის კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით მელიქიძე სამუშაო „პატრიოტთა ალიანსისი“ მიერ, შემუშავებულ გეგმებზე დეტალურად საუბრობს, რომლითაც მძიმე ეკონომიკური კრიზისის დაძლევაა შესაძლებელი. კანდიდატმა ყურადღება სამუშაო ადგილების გაზრდასა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე გაამახვილა. აღნიშნა, რომ პარტიისთვის ადამინების სოციალური მდგომარეობაა პრიორიტეტი და მერე სხვა დანარჩენი საკითხები. 

 

კრწანისის რაიონში, კერძოდ გორგასლის ქუჩაზე მცხოვრებლები, იმ პრობლემებზე საუბრობენ, რომელიც წლებია აწუხებთ. მათ შორის: დაზიანებული შენობები და უტრანსპორტობა. მოსახლეობა, რომ ხელისუფლებისგან უყურადღებობას განიცდის, ადასტურებს ისიც,  რომ მოქმედი მაჟორიტარი არასდროს უნახავთ და არც მისი სახელი და გვარი იციან.

საქართველოს მოსახლეობა წლებია ღირსეულ და ხალხის კეთილდღეობაზე ორიენტირებულ ხელისუფლებას ელოდება. "პატრიოტთა ალიანსი" კი, დიდი ხანია მმართველ გუნდს მოუწოდებს, რომ ხალხი მათთვის უპირველეს საზრუნავს წარმოადგენდეს. გამარჯვების შემთხვევაში, პარტია მოსახლეობას მათი მძიმე ყოფის, შესამჩნევად გაუმჯობესებას ჰპირდება.  

დღის გადაცემები