18.04.2024 | 18:15
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაციების ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამოვლენის მორიგი ფაქტი

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა საკუთარი კომპეტენცია ეჭვქვეშ კიდევ ერთხელ დააყენა. მათ საქართველოს პროკურატურას ყოველგვარი საფუძვლისა და მტკიცებულების გარეშე, "პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსებისა და საქმიანობით დაინტერესებისაკენ მოუწოდეს. საქმე 2 თვის წინ გიგა ბოკერიას და მიხეილ სააკაშვილის მეგობრის, კუროპტევის სააგენტო "დოსიეს" მიერ გამოქვეყნებულ დაუსაბუთებელ და ცრუ ბრალდებებს ეხება. არასამთავრობო ორგანიზაციები კი წინასაარჩევნოდ საგამოძიებო უწყებას იმ სააგენტოზე დაყრდნობით მიმართავენ, რომლის ვებ-გვერდზეც გარკვევით წერია, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობაზე პასუხს არავინ აგებს. "პატრიოტთა ალიანსში" 17 საეჭვო რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის ქმედებას პარტიის წინააღმდეგ ორკესტრირებული შეტევის ნაწილად მიიჩნევენ.

 

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სხავდასხვა პოლიტიკური პარტიის მისამართით იარლიყების მიკერებით არიან დაკავებულნი, არაერთხელ გამხდარან საზოგადოების თუ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის კრიტიკის ობიექტი. ერთ-ერთი, რომელსაც ამ ორგანიზაციების უმეტესობა ღიად უპირისპირდება, კინორეჟისორი გოგა ხაინდრავაა. იგი ამბობს, რომ ყველა ეს ორგანიზაცია იმ პოლიტიკური პარტიების დაკვეთებს ასრულებს, რომელთაც საზოგადოებამ უარი ჯერ კიდევ 2012 წელს უთხრა.

 

ფაქტი ერთია - მილიონობით დოლარით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები  იმ პოლიტიკური პარტიების საქმეების გამოძიებას ითხოვენ, რომლებიც განსხვავებულ აზრს გამოხატავენ. თუმცა, 17 არასამთავრობო ორგანიზაციიდან ყველა მათგანმა იცის, რომ "დოსიეზე" გამოქვეყნებული მასალები რეალურ მტკიცებულებას არ წარმოადგენს და  გამოძიების დაწყების საფუძველიც არ არსებობს. ამის შესახებ გენერალურმა პროკურატურამ განცხადება უკვე გააკეთა მაშინ, როდესაც ამ არასამთავრობო ორგანიზაციების მეგობარმა და წევრმა, გიგა ბოკერიას თანაპარტიელმა ელენე ხოშტარიამ სწორედ ასეთი თხოვნით მიმართა.

დღის გადაცემები