18.04.2024 | 21:21
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
"პატრიოტთა ალიანსი" მორიგი მასშტაბური აქციისთვის ემზადება

"პატრიოტთა ალიანსი" მორიგი მასშტაბური აქციისთვის ემზადება. ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალის წევრები ზუსტად 3 დღეში, 3 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე, 17 საათზე, ათასობით მხარდამჭერთან ერთად, არაერთ მოთხოვნას გააჟღერებენ: აღდგეს ქვეყანაში სამართლიანობა, დაისაჯოს დამნაშავე რეჟიმი, აღდგეს ჩატეხილი ხიდები სოხუმთან და ცხინვალთან და საბოლოოდ დასრულდეს პოლიტიკური მასკარადი.

 

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები მრავალათასიან აქციას აანონსებენ და განმარტავენ, რომ მოთხოვნებთან ერთად, "პატრიოტები" ადგილზე შეკრებილ მოქალაქეეებს პარტიის სამოქმედო გეგმას წარუდგენენ. 3 ოქტომბრის მასშტაბურ აქციას შეუერთებიან პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, რომლებიც ახალგაზრდებს პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობისაკენ მოუწოდებენ.

დღის გადაცემები