13.12.2024 | 02:46
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ბლინკენი ისრაელ-პალესტინის დაძაბულობის ფონზე ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელ-პალესტინის დაძაბულობის ფონზე უახლოეს დღეებში ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრება. ამის შესახებ aljazeera იტყობინება.

ეს იქნება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირველი ვიზიტი ისრაელში მას შემდეგ, რაც გასული წლის ბოლოს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ულტრამემარჯვენე მთავრობა გადადგა.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჯეიკ სალივანი ასევე ეწვია ისრაელს და ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროს მიმდინარე თვის დასაწყისში. 

"როგორც ისრაელის, ასევე პალესტინის ლიდერებთან ერთად, სახელმწიფო მდივანი ხაზს გაუსვამს მხარეთა გადაუდებელ აუცილებლობას გადადგან ნაბიჯები დაძაბულობის დეესკალაციისთვის, რათა ბოლო მოეღოს ძალადობის ციკლს, რომელმაც ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. 

ებრაელებსა და პალესტინელებს შორის დაძაბულობა მიმდინარე თვის დასაწყისში მას შემდეგ გაიზარდა, რაც ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი ულტრანაციონალისტი იტამარ ბენ-გვირი ალ-აქსას მეჩეთის ტერიტორიას ეწვია. 

პალესტინურმა მხარემ ვიზიტი შეაფასა როგორც პროვოკაცია. 

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნეთანიაჰუს მთავრობამ ღიად განაცხადა, რომ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების გაფართოება მისი მთავარი პრიორიტეტია. 

დღის გადაცემები