13.12.2024 | 02:46
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
"ხალხის ძალა": "ამერიკელები ყოველდღიურად მუშაობენ სასამართლოში საკუთარი აგენტურის რეკრუტირებაზე – მოსამართლეებს სანქციები მტკიცებულებების გარეშე დაუწესეს"

მოძრაობა "ხალხის ძალა" მოსამართლეების დასანქცირებასთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება.

ქალბატონმა ელჩმა საერთოდ ვერ დააკონკრეტა, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით დასანქცირდა სამი მოქმედი და ერთი ყოფილი ქართველი მოსამართლე, რაც ნიშნავს, რომ მოსამართლეებს სავიზო სანქციები ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დაუწესეს;

ელჩისგან გავიგეთ, რომ ის სავიზო სანქციის საფუძველს როგორც სამართალდამცავ სტრუქტურებს, ისე ქართულ საზოგადოებას მომავალშიც საგულდაგულოდ დაუმალავს, რაც ასევე იმის დასტურია, რომ სინამდვილეში დანაშაულის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს".

"ვხედავთ, რომ ამერიკელები ყოველდღიურად მუშაობენ სასამართლოში საკუთარი აგენტურის რეკრუტირებაზე, რაც საქართველოს სუვერენიტეტს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. დღევანდელი მგომარეობით, მათ უკვე ყავთ რეკრუტირებული ოცამდე აგენტი სასამართლო სისტემაში. სხვა მოსამართლეებზე ზემოქმედებისთვის, ისინი აქტიურად იყენებენ ისეთ პრივილეგიებს, როგორიცაა ამერიკაში ვიზიტების შეთავაზება, ტრენინგებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა, სხვადასხვა ანაზღაურებადი საქმიანობის შეთავაზება და ა.შ. მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", მივიღოთ ქმედითი სამართლებრივი ზომები, რომლებიც სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის წინააღმდეგ იქნება მიმართული"- ნათქვამია განცხადებაში.

დღის გადაცემები