07.09.2024 | 18:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
2008 წლის ომი და უკრაინის მაგალითი, ჩვენთვის უნდა იყოს ათვლის წერტილი თუ რა გეოპოლიტიკური სტრატეგია უნდა შევქმნათ სამომავლოდ

2008 წლის ომი და უკრაინის მაგალითი, ჩვენთვის უნდა იყოს ათვლის წერტილი თუ რა გეოპოლიტიკური სტრატეგია უნდა შევქმნათ სამომავლოდ- განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ლომიამ გადაცემაში „სტუდია #8“.

„უკრაინას 2008 წლის  მაგალითზე  ბევრი რამ უნდა ესწავლა დასავლეთთან და რუსეთთან ურთიერთობებში. ვერ ისწავლა და მას დააშვებინეს შეცდომა. ჩვენ დღეს უკრაინის მაგალითიც უნდა გავითვალისწინოთ და 2008 წლის ომის მაგლითზეც თავად უნდა გამოვიტანოთ შეფასებები. 2008 წლის ომი ჩვენთვის უნდა იყოს ათვლის წერტილი თუ რა გეოპოლიტიკური სტრატეგია  შევქმნათ სამომავლოდ. დღევანდელი უკრაინა, ასევე უნდა იყოს ჩვენთვის მაგალითი, რომ ავაწყოთ  მომავალი რუსეთთან და დანარჩენ სამყაროსთან ერთად.  ჩვენი პოლიტიკური ძალა კი არა, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც პირდაპირ ამბობს, რომ ევროპის უსაფრთხოებაზე უნდა ვისაუბროთ რუსეთთან ერთადო. დღეს, უკრაინაში ომის გაგრძელება შედის კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესში და არა ხალხის ინტერესში“- განაცხადა გიორგი ლომიამ „ობიექტივის“ ეთერში.

დღის გადაცემები