13.12.2024 | 05:50
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
არჩევნების შედეგებს ქვეყანაში არავინ ენდობა

არჩევნების შედეგებს აფასებენ, პარტიები, რომლებიც ამ მონაცემებით პარლამენტში ვერ მოხვდნენ. სოციალ-დემოკრატების თავმჯდოამრეს მიაჩნია, რომ პროცენტები რეალურ განწყობებს არ ასახავს. გია ჟორჟოლიანი კონკრეტული უბნების მაგალითზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, გარკვეულ უბნებზე პარტიის მხარადმჭერებმა პოზიცია დააფიქსირეს, თუმცა ეს შედეგებზე არ აისახა. ჟორჟოლიანი ისევ ორპოლუსიანობაზე ამახვილებს ყურადღებას და არ გამორიცხავს რომ რიგ უბნებზე ხმების გადათვლა გახდეს საჭირო. მისივე შეფასებით, "ქართული ოცნების" უმრავლესობაში მესამე ვადით მოსვლით არასტაბილური გარემო იქმნება. 

 

არაჯანსაღ წინაასაარჩევნო პერიოდსა და დარღვევებით წარმართული კენჭისყრის პროცესზე საუბრობს დავით ჭიჭიანაძეც. პარტია "ტრიბუნას" დამფუძნებელის შეფასებით, საარჩევნოიო კამპანია იყო აგრესიული და გაყალბებაზე ორიენტირებული. დავით ჭიჭინაძე, რომელიც კენჭს ისნის ოლქში იყრიდა ამბობს, რომ ფული რომელიც პანდემიასთან და შედეგებთან ბრძოლას უნდა მოხმარეობდა, ამომრჩევლის მოსყდვისთვის გამოიყენეს.

 

2020 წლის საპარალამენტო არჩევნები არალეგიტიმურად მიიჩნია პოლიტოლოგმა ვახტანგ მაისაიამ. მისი განცხადებით, თუ პარლამენტში ჯამურად ასზე ნაკლები დეპუტატი შევა, მეათე მოწვევის პარლამენტის მუშაობა შეუძლებელი გახდება.  ამ შემთხვევაში პოლიტიკური კრიზისი იქნება და ხელახალი არჩევნები დაინიშნება, რასაც თავადაც ემხრობა. ვახტანგ მაისაიასთვის "პატრიოტთა ალაინსის" დაბალი პროცენტი გაუგებარია და შედეგებს "ქართული ოცნების" კატა-თაგვობანას თამაშს უწოდებს.

 

"პატრიოტთა ალიანსის" ოფიციალური შედეგი ეჭვს იწვევს სხვა ანალიტიკოსებშიც. ზურა მახარაძე პარტიის მიერ ჩატარებულ აქციებს და საზოგადოებაში არსებულ დადებით განწყობებზე საუბრობს. ანალიტიკოსის თქმით, ადამიანები ვინც "ნაციონალურ მოძრაობას" ხმა მისცა, ყოფილი სახელისუფლებო გუნდის რეალური მხარდამჭერები არ არიან.

 

ფაქტი, რომ თბილისის ყველა მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გახდა საჭირო, ვახტანგ ძაბირაძისთვის იმის მანიშნებელია, რომ "ქართულმა  ოცნებამ" რეიტინგი დაკარგა.

 

დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ "პატრიოტთა ალიანსს" გაცილებით მაღალი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე ეს გამოქვეყნებულ პროცენტებშია ასახული.

დღის გადაცემები