13.12.2024 | 05:39
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
აშშ-ს ელჩის ინიციატივით, მმართველი გუნდი და ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან შეიკრიბნენ

მმართველი გუნდი და ოპოზიცია არჩევნების შემდეგ მოლაპარაკების მაგიდასთან დღეს პირველად დასხდნენ, ისიც ფასილიტატორის შუამავლობით. ორ დაპირისპირებულ მხარეთა შორის დიალოგის ინიციატივა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს ეკუთვნის.  შეხვედრის დასრულების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა არჩილ თალაკვაძემ. "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა დიალოგის ფორმატის ამოქმედებას წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა.

 

შეხვედრიდან გამოსულმა ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "პატრიოტთა ალიანსის" აზრით არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნული პოზიცია დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გამართული დიალოგის პირველი რაუნდის მიმდინაორებისასაც დააფიქრისა. ირმა ინაშვილის თქმით, პირველი შეხვედრით  დასკვნების გამოტანა ნაადრევი იქნება.

 

ამერიკის ელჩის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ერთ პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოახერხეს. მათი განმარტებით  შეხვედრა ნაყოფიერი იყო, თუმცა, საპროტესტო აქციების გაგრძელებას მანამდე გეგმავენ, სანამ ხელახალი არჩევნები არ დაინიშნება.

დღის გადაცემები