07.09.2024 | 18:27
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გიორგი ლომია - "იმისთვის ვართ აქ, რომ კიდევ ერთხელ ვუთხრათ ერთმანეთს: ყველაფერია გასაკეთებელი, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს"

აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს თანაგუნდელებთან ერთად პატივი ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ გიორგი ლომიამ მიაგო. ლომიას თქმით, ჩატეხილი ხიდების აღსადგენად ხელისუფლების მხრიდან დღეს რეალურად არაფერი კეთდება. მისივე თქმით, ის მოვლენები, რომლებიც 27 წლის წინ მოხდა, აღარასოდეს უნდა განმეორდეს, ამისათვის კი, სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან პირდაპირი დიალოგია საჭირო.

 

"ხელისუფლების მხრიდან რომ რაიმე ნაბიჯი გადადგმულიყო, ამას ყველა იგრძნობდა. რადგან ვერც თქვენ გრძნობთ და ვერც სხვა, ესე იგი არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა. ჩვენ აქ იმისთვის მოვდივართ, რომ გვახსოვდეს ის უბედურება, რომელიც 90-იან წლების დასაწყისში დაგვატყდა თავს, ასევე 2008 წელს. იმისთვის ვართ აქ, რომ კიდევ ერთხელ ვუთხრათ ერთმანეთს: ყველაფერია გასაკეთებელი, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს, რომ აღდგეს ურთიერთობა სოხუმთან, ცხინვალთან და რუსეთთან. ეს არის ჩვენი ამოცანა", - განაცხადა გიორგი ლომიამ.

დღის გადაცემები