13.12.2024 | 05:48
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გოჩა თევდორაძე - "სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევისთვის ჩვენს მოსახლეობას საოჯახო ბიზნესს შევუქმნით"
"პატრიოტთა ალიანსის" აღმასრულებელმა მდივანმა გოჩა თევდორაძემ პარტიის მიერ შემუშავებულ სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევის გეგმაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, პარტიის პროგრამის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს დაახლოებით 500 მილიონი ლარი, რომლითაც 15-20 000 ოჯახს საოჯახო ბიზნესს შეუქმნიან და აჩუქებენ. გოჩა თევდორაძის თქმით, ამ გეგმის მიხედვით, 4-5 წელიწადში დაახლოებით 100 000 ოჯახს საკუთარი შემოსავალი გაუჩნდება, ეს 100 000 ოჯახი კი ბიზნესის ჩუქებიდან 1-2 წლის შემდეგ დამსაქმებელი თავად გახდება. მისივე თქმით, 4-5 წელიწადში ქვეყნის მასშტაბით "პატრიოტთა ალიანსის" ამ პროგრამის მიხედვით საკუთარი ბიზნესი ექნება და დასაქმდება 300 000 ოჯახზე მეტი.
"სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევისთვის აუცილებელია, ჩვენს მოსახლეობას შევუქმნათ საოჯახო ბიზნესი. ამისათვის საჭიროა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ავიღოთ დაახლოებით 500 მილიონი ლარი, რომლითაც 15-20 000 ოჯახს შევუქმნით საოჯახო ბიზნესს და ვაჩუქებთ. 1 წლის განმავლობაში სახელმწიფო დაეხმარება მათ ამ ბიზნესის მართვაში, იურისტით, მენეჯერით და ამის შემდეგ სრულად მისთვის არის ნაჩუქარი ეს ბიზნესი. ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ 4-5-წლიან მონაკვეთში ჩვენ დაახლოებით 100 000 ოჯახს ვაჩუქოთ ბიზნესი, მათ გაუჩნდეთ საკუთარი შემოსავალი და ეს 100 000 ოჯახი ბიზნესის ჩუქებიდან 1-2 წლის შემდეგ, თავად ხდება დამსაქმებელი და 4-5 წლიან მონაკვეთში მოგვცემს იმას, რომ ქვეყნის მასშტაბით ამ პროგრამით, საკუთარი ბიზნესი ექნება და დასაქმდება 300 000 ოჯახზე მეტი. მაგალითად, სველი და მშრალი ხელსახოცის, ბავშვის საფენისა და მსგავსი პროდუქციის მოხმარება საქართველოში არის 600 მილიონი ერთეული წლის მანძილზე. ეს პროდუქცია საქართველოში არ იწარმოება და სხვა ქვეყნებიდან შემოდის. არადა ჩვენ გათვლილი გვაქვს და ვნახეთ, რომ ამ 600 მილიონი ერთეულის წარმოება შეუძლია დაახლოებით 350 დანადგარს, რომელიც ასეთ პროდუქციას აწარმოებს. ერთი დანადგარი წლის მანძილზე დაახლოებით 1 700 000 ასეთ პროდუქციას აწარმოებს. ამ ერთი დანადგარის მოვლა-პატრონობა შეუძლია ერთ ოჯახს ძალიან მარტივად. სახელმწიფომ უნდა მოძებნოს 350 ასეთი ოჯახი, მათ გადასცეს დანადგარი, უნდა შეუძინოს საწარმოო ფართი და მისცეს მიმართულება, სად შეიძინოს ნედლეული ამ პროდუქციის წარმოებისათვის, ამ პროდუქციის რეალიზაციის გზებიც უნდა ვაჩვენოთ მათ. როდესაც ამ პროდუქციას აწარმოებენ ყოველ ოჯახს შეუძლია თვეში 8 000 ლარის შემოსავალი მიიღოს. თავისთავად ცხადია, ეს იქნება უმარტივესი გზა იმისა, რომ ჩვენ დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა რამდენიმე წელში" - განაცხადა გოჩა თევდორაძემ.
დღის გადაცემები