07.09.2024 | 18:09
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დავით თარხან-მოურავი - 2020 წლის არჩევნებში ჩვენი მთავარი ლოზუნგი იყო ნეიტრალიტეტი

''2020 წლის არჩევნებში ჩვენი მთავარი ლოზუნგი იყო ნეიტრალიტეტი. ამ თემას ჩვენ მივუძღვენით 20 მიტინგი- განაცხადა პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარემ დავით თარხან''-მოურავმა ''ობიექტივის'' ეთერში.

''2020 წლის არჩევნებში ჩვენი მთავარი ლოზუნგი იყო ნეიტრალიტეტი. ამ თემას ჩვენ მივუძღვენით 20 მიტინგი. ამ მოთხოვნებით თავისუფლების მოედანი გავავსეთ. ჩვენი ყველა საარჩევნო კლიპი იყო ნეიტრალიტეტზე. უაღრესად მასშტაბური გამოკითხვა გავაკეთეთ 900 000 აუდიო ჩანაწერი დავდეთ, რომ მოსახლეობის  უმრავლესობას უნდა ნეიტრალიტეტი და 1 200 000 ანკეტა შეავსო ხალხმა. ეს მონაცემები მთელმა მსოფლიომ გაიგო. ეს ხდებოდა სამი წლის წინ. ნეიტრალიტეტზე ჩვენ უკვე რამდენი წელია ვსაუბრობთ. აქედან გამომდინარე, როგორ შიძლება ჩვენ ნეიტრალიტეტის საკითხი ავიღოთ სააკაშვილისგან. ვინც ჩვენ გვიცნობს და ჩვენი განვლილი გზა იცის, შეუძლებელია მიგვაწებოს ''ნაცნიონალურ მოძრაობას''. ''ნაციონალური მოძრაობა'', ნაკლები ენთუზიაზმით, მაგრამ მაინც ცდილობს მიგვაწებოს ''ქართულ ოცნებას''. სინამდვილეში ''ქართული ოცნება'' და ნაცმოძრაობა ერთმანეთს ეომებიან, შემდგომ ურიგდებიან და ამ წრეში ტრიალებს ქვეყანა. ყველა ყველას აბრალებს გამყიდველობას, მოღალატეობას, ჯაშუშობას, ყველა ყველას ავტორიტეტს ულახავს და ვერ გამოვიდა ქვეყანა ამ უბედურებიდან. ჩვენ კი ამას არ ვკადრულობთ'',- განაცხადა დავით თარხან-მოურავმა. 

დღის გადაცემები