07.09.2024 | 18:11
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დავით თარხან-მოურავი - ამერიკელ, რუს და ევროპელ ექსპერტებთან ერთად შევიმუშავეთ ნეიტრალიტეტის კონცეფცია

დღევნელ ბრიფინგზე, „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა ნეიტრალიტეტის თემაზე, 46 გვერდიანი კონცეფცია წარმოადგინა, რომელიც ამერიკელ, რუს და ევროპელ ექსპერტებთან ერთად პარტიის ჩართულობით შემუშავდა. როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა აღნიშნა, სანამ გვიანი არ არის საქართველოს ხელისუფლებამ ამ მიმართულებით უნდა დაიწყოს მუშაობა. 

„ჩვენი ჩართულობით ავსტრიის თავდაცვის აკადემიამ, ვენის უნივერსიტეტმა, ორგანიზაციამ - „პოლიტიკური სტაბილურობისთვის“ შეიმუშავა 46 გვერდიანი დოკუმენტი. ამ კონცეფციის შექმნაში ჩვენთან ერთად მონაწილეობდა ამერიკელი, რუსი და ევროპელი ექსპერტები. აქ არის აღწერილი სწორედ იმ ნეიტრალიტეტის შესახებ, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, იმოქმედონ ამ კუთხით სანამ გვიანი არ არის“ - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა ბრიფინგზე.

დღის გადაცემები