13.12.2024 | 05:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი - "დაინიშნოს ახალი არჩევნები! ეს არის "პატრიოტთა ალიანსის" ურყევი პოზიცია!" [ვიდეო]

"პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი:

"მკაფიოდ მინდა განვაცხადო და კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ მე, ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია და გოჩა თევდორაძე არ შევდივართ პარლამენტში! პარტიის პოლიტიკური შემადგენლობა არ შედის მეათე მოწვევის პარლამენტში! მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, რომელმაც თქვა, რომ არ შევიდოდა მეათე მოწვევის პარლამენტში! მე ვასრულებ და მომავალშიც შევასრულებ სიტყვას!

ჩვენ მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიც და მედია-საშუალებებიც გვაბრალებდნენ 8 მილიონი დოლარის მიღებას რუსეთიდან! დღეს ხომ ჩანს, რომ ეს 8 მილიონი დოლარი არ არსებობს - ჩვენს პარტიას ქონდა დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კონკრეტული ქართველი ბიზნესმენების მხრიდან, მაგრამ დღეს, მე რატომღაც ვერ ვისმენ ბოდიშს ან ამ ტყუილის უარყოფას! კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, ჩვენი პარტია მიყვება საკუთარ გეზს! ჩვენ უარს ვამბობთ ამ პარლამენტში შესვლაზე! პარტიის პოლიტიკური ნაწილი არ შედის პარლამენტში! მკაფიოდ ვამბობ იმასაც, რომ ეს არჩევნები გაყალბდა, ამის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი და მტკიცებულება არსებობს და ჩვენ გაყალბების გზით შემდგარ პარლამენტს არ შევუერთდებით!

ყველას უნდა ესმოდეს, რომ მთავარ ფაქტორს, რაც მოხდა ამ ქვეყანაში, ვერავინ გაექცევა! არჩევნები გაყალბდა! უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები! ეს არის "პატრიოტთა ალიანსის" ურყევი პოზიცია!"

 

 

დღის გადაცემები