13.12.2024 | 05:37
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი - "ვისაც ნანახი აქვს ომი, მას ომი არ უნდა, მას უნდა მშვიდობა"

სოხუმის დაცემიდან დღეს 27 წელი გავიდა. აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს პატივი "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა მიაგეს. პატრიოტებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ჩატეხილი ხიდების აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრეს. "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივნის, ირმა ინაშვილის განცხადებით, 27-მა სექტემბერმა მის თაობაზე მძიმე კვალი დატოვა და კიდევ ერთხელ ნათლად გამოაჩინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობის დამყარება.

"დღეს არის მძიმე დღე, უმძიმესი დღე, ტკივილიანი დღე. ამ დღეს მთელი საქართველო იღვიძებს ძალიან დიდი ტკივილით, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ 27 სექტემბერს დიდი მჭევრმეტყველება არ უხდება. ჩვენ დღეს ვიხსენებთ ჩვენს სამხედროებს, მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც გმირულად დაიღუპა და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა: ვისაც ნანახი აქვს ომი, მას ომი არ უნდა, მას უნდა მშვიდობა. ეს არის დღევანდელ დღეს ჩემი გზავნილი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემს თაობაზე ამ დღემ ძალიან მძიმე კვალი დატოვა და არა მხოლოდ ჩემს თაობაზე. მე ვისურვებდი, ყველამ ერთად ვიფიქროთ, როგორ მოვიპოვოთ მშვიდობა. ესაა ყველაზე მთავარი", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დღის გადაცემები