13.12.2024 | 05:59
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი - ფრიდონ ინჯია ცდილობს მიისაკუთროს „პატრიოტთა ალიანსის" კუთვნილი წევრი საარჩევნო კომისიაში [ვიდეო]

„პატრიოტთა ალიანსი“ „ქართულ ოცნებას“ მორიგ პოლიტიკურ თამაშსა და გარიგებაში ამხელს. ამჯერად საქმე საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებას ეხება. ირმა ინაშვილის განცხადებით, კობახიძის დაჯგუფება ახლა „ევროპელი სოციალსტების“ გამოყენებით „პატრიოტთა ალიანსისთვის“ კომისიებში წევრების წართმევას ცდილობს. მისივე თქმით, საპარლამენტო ჯგუფის საქმიანობის ფორმატში დისკუსია სწორედ პატრიოტების კუთვნილი ადგილების მისაკუთრებას ეხება. „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა გაყალბებული არჩევნების თაობაზე კობახიძე-პაპუაშვილისა და ფრიდონ ინჯიას მიერ ბოლ დღებში გაკეთებულ განცხადებებს სამარცხვინო ტყუილი უწოდა. ირმა ინაშვილმა საზოგადოებას 2020 წლის 31 ოქტომბრით დათარიღებული ის მოკლე-ტექსტური შეტყობინებაც გააცნო, სადაც ფრიდონ ინჯია საარჩევნო უბნებზე მომხდარ კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულზე საურობს, დღეს კი აცხადებს, რომ არჩვნები არ გაყალბებულა. 

„ირაკლი კობახიძემ, არჩევნების მთავარმა გამყალბებელმა გადასარევად იცის, რომ ჩვენს პარტიას ეკუთვნის წევრი საარჩევნო კომისიებში, მაგრამ ახლა უნდა, ეს წევრი წაგვართვას, რაშიც ირაკლი კობახიძე აშკარად ცდილობს ფრიდონ ინჯიას გამოყენებას.

ჩემთვის ეს ძალზედ სამწუხაროა და სიმართლე გითხრათ, იძულებული რომ არ ვიყო და ვალდებული, სულ არ მსიამოვნებს ამ თემაზე საუბარი. ფრიდონ ინჯიას კარგად უნდა ესმოდეს, რომ მას არანაირ შემთხვევაში და არანაირი გარიგების პირობებში არ ეკუთვნის წევრი საარჩევნო კომისიებში. ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას და ვიცით, რა დისკუსია მიდის საპარლამენტო ჯფუფის საქმიანობის ფორმატში, საპარლამენტო თათბირებსა და შეხვედრებზე. ვიცით, რომ სამწუხაროდ, ბატონი ფრიდონ ინჯია სიწუწკეს იჩენს და ცდილობს, მიისაკუთროს „პატრიოტთა ალიანსის" კუთვნილი წევრი საარჩევნო კომისიაში. მართალია, საჯარო განცხადებებში ის აღნიშნავს, რომ „პატრიოტთა ალიანსის" წევრის წართმევისთვის კი არ იბრძვის, არამედ თურმე საკუთარი წევრი უნდა რომ ჰყავდეს საარჩევნო კომისიებში, მაგრამ ბატონ ფრიდონს გადასარევად უნდა ესმოდეს, რომ მას არ ეკუთვნის საარჩევნო კომისიებში წევრი და როცა ითხოვს იმას, რაც არ ეკუთვნის, ე.ი. მიდის იმაზე, რომ ეს წევრი წაგვართვას „პატრიოტთა ალიანსს", რაც ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არის კანონის და კონსტიტუციის უხეში დარღვევა.

მინდა ვუთხრა ბატონ კობახიძეს, ბევრი პოლიტიკოსი გვახსოვს ჩვენ, რომელიც ზოგი ღრუბელ-ღუბელ დაფრინავდა, ზოგი კიდევ ღრუბლებზე მაღლა იყო, მათ ეგონათ, რომ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდებოდა. ასე არ გაგრძელდება, დიდი ხანია ბატონმა კობახიძემ, არჩევნების მთავარმა გამყალბებელმა გადააბიჯა ყველა ზღვარს და ყველა „წითელი ხაზი“ გადაკვეთა. ასეთი ქმედებები დაუსჯელი არ რჩება ხოლმე. ასეთი ტიპის პოლიტიკოსები მერე ძალიან მალე ტოვებენ პოლიტიკას. ეს მინდა ვუწინასწარმეტყველო ბატონ კობახიძეს, რომ ის მალე პოლიტიკაში აღარ იქნება და მერე უნდა ილოცოს იმაზე, რომ მემუარების წერა სახლში მოუწიოს და არა სხვაგან, მაგალითად, ციხეში", - განაცხადა ინაშვილმა.

 

კონსტიტუციონალისტებისთვის გაუგებარია რატომ ითხოვენ „ევროპელი სოციალსტები“ საარჩევნო კომისიები წევრებს, მაშინ როდესაც პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ კვოტით შევიდნენ. ადგილმონაცვლეების მიერ კომისიებში წევრების მოთხოვნა როგორც კონსტიტუციას, ისე საარჩევნო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

დღის გადაცემები