13.12.2024 | 05:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი - "ქვეყანა ჩაიძირა ძალიან დიდ ტყუილში!"

"ქართული ოცნება" ავრცელებს მესიჯებს, თითქოს ჩვენ არ გვყოლია მხარდამჭერები და ჩვენს აქციებზე, თურმე, "ქართული ოცნების" წევრები იდგნენ. ახლა ამას აკეთებენ იმიტომ, რომ საზოგადოებას დააჯერონ, თითქოს ჩვენ არ გვყავდა მხარდამჭერები, რაც აბსოლუტური აბსურდია. იმ აქციებზე იდგა საზოგადოება, რომელიც ჩვენი თანამონაწილე და ჩვენი მხარდამჭერია. ჩვენი აქციების მთავარი ლოზუნგი იყო "არა - ნაცმოძრაობას და მათ ჩადენილ დანაშაულებებს!" და სწორედ მათი დანაშაულებების გამოძიებას ვითხოვთ ამდენი წელია და პლიუს, ჩვენ ვამბობდით - "არა - ქართულ ოცნებას, რომელიც წლების განმავლობაში აფარებდა დამნაშავეებს ხელს". "არა - ქართულ ოცნებას!" - აი, ეს იყო ჩვენი მოთხოვნა და ჩვენი ყველა აქციის მოწოდება. მთელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში მთავარი მოწოდება ეს იყო და ჩვენი აქციების მონაწილეები ამას მხარს უჭერდნენ! და ახლა გენიოს ნაცვლიშვილს ვეკითხები - ამ აქციებზე თუ იდგნენ "ოცნების" მხარდამჭერები და პარტიის წევრები, ძალიან ცუდად ყოფილა თქვენი საქმე, რადგან გამოდის, რომ ისინი ჩვენს იდეებს იზიარებდნენ და ჩვენი მხარდამჭერები ყოფილან. აქედან გამომდინარე, "ოცნება" უარეს ტრაგედიაში ყოფილა და სანამ დროა, გააჩერონ პროპაგანდის მანქანა - მათთვის იქნება უკეთესი. ჩვენი ქვეყანა ჩაიძირა ძალიან დიდ ტყუილში - არჩევნები ტყუილია, საარჩევნო პროცესი ტყუილია, ქვეყანა ცხოვრობს განურჩევლობასა და ტყუილში და ეს დაამკვიდრა "ქართულმა ოცნებამ" და თვითონ იქცა "ნაციონალურ მოძრაობად", რაც ჩვენ არ მოგვწონდა, რაც ჩვენთვის მიუღებელი იყო - რის წინააღმდეგაც ვიბრძოდით, "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერზე სისხლ-ხორცის შესხმა დაიწყო!".

 

https://www.youtube.com/watch?v=nkR_hboPoSU

დღის გადაცემები