13.12.2024 | 05:49
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი - "ჩვენ ვტოვებთ მანდატებს და ვითხოვთ ახალი არჩევნების დანიშვნას!"

"პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი:

 "დღეს ჩვენ უარს ვამბობთ მანდატებზე და შესაბამისი განცხადებით მივმართავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს! მე, ირმა ინაშვილი, არ ვიქნები მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი! მკაფიოდ ვამბობ, ეს არჩევნები გაყალბდა! სრულიად წარმოუდგენელია, ვერანაირ გათვლებში ვერ ჯდება და ვერანაირი მათემატიკური, ან სხვა რაიმე ფორმულით ვერ აიხსნება, რომ ჩვენს პარტიას მიეღო 3%! ძალიან ბევრი მტკიცებულება და ფაქტია იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა! სრულიად უსაგნოა "ქართული ოცნების" ლოგიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არ შეგვიძლია რაიმე დავამტკიცოთ! ყველაფერი დამტკიცებულია არაერთი ფაქტით და გამომზეურებულია 164%-იანი ოქმებით! შესაბამისად, მე, ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია და გოჩა თევდორაძე ვტოვებთ მანდატებს და ვითხოვთ ახალი არჩევნების დანიშვნას! მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, რომელმაც თქვა, რომ არ შევიდოდა მეათე მოწვევის პარლამენტში, ვინაიდან 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა! ამ ვითარებაში ჩვენი პოლიტიკური პარტია მუდმივად უსვამდა ხაზს იმას, რომ ჩვენ არ შევალთ პარლამენტში! ჩვენ ვამბობდით და დღესაც ვამბობთ, რომ ვმოქმედებთ დამოუკიდებლად! ჩვენ გვაქვს ჩვენი მოქმედების სტრატეგია და ტაქტიკა! ჩვენ მივყვებით ჩვენს დამოუკიდებელ გზას და ჩვენი ყველა ნაბიჯი იქნება ზნეობრივი და სამართლიანი! ჩვენ არ ვიბრძოდით იმისთვის, რომ საქართველოში არჩევნების უზურპაცია მომხდარიყო! ჩვენ ვიბრძოდით იმისთვის, რომ ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნებისთვის მიგვეღწია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ!"                

 

 

დღის გადაცემები