13.12.2024 | 05:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი - ჩვენი მთავარი ამოცანა საქართველოს ინტერესების დაცვაა [ვიდეო]

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი უკრაინაში შექმნილ ვითარებას ეხმაურება და რუსეთის პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილის მნიშვნელობაზე საუბრობს. 

როგორც პარტიის ლიდერი აღნიშნავს, მათი მთავარი ამოცანა საქართველოს ინტერესების დაცვაა. 

„ძალიან სამწუხარო ფაქტია ლუგანსკისა და დონეცკის აღიარების ფაქტი. ჩვენ გავიარეთ ეს გზა სოხუმთან და ცხინვალთან მიმართებაში და ვიცით, რა რთულია და მძიმეა ეს ყველაფერი. მთელი დაძაბულობა მიდიოდა პიკისკენ და შედეგიც დადგა. ჩვენ ეს წერილი არსებულ ვითარებაში იმიტომ გავავრცელეთ, რომ ახლა იყო ამ წერილის გავრცელების დრო. სამწუხაროდ, საქართველო არ არის   თავისუფალი ქვეყანა და ის რეაქციებიც, რაც ამ წერილის გავრცელებას მოჰყვა, ბუნებრივიც არის. საქართველო იდეოლოგიური ტყვეობის ქვეშაა. მაგრამ ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას. პოლიტიკოსის ვალდებულებაა რეალობიდან გამომდინარე იმოქმედოს და თავისი ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯები გადადგას. ჩვენი უმთავრესი ამოცანა საქართველოს ინტერესების დაცვაა.  ეს წერილი დაიწერა იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ჩვენი მხრიდან წასულიყო სიგნალი რუსეთის მიმართულებით, რომ ჩვენ გვინდა ურთიერთობის ნორმალიზება.  ეს ნაბიჯი სწორედ დღეს უნდა გადადგმულიყო, თორემ ომი თუ დაიწყო და მართლა წითელი არმია მოადგა საქართველოს, მერე გინდათ წერილი წერეთ და გინდათ მიმართვები ავრცელეთ.  ის ადამიანები დღეს, რომ მოღალატეებს გვეძახიან, ომი რომ დაიწყოს, რუსული ტანკების ლულას დაუწყებენ კოცნას, ჩვენი გუნდის წევრები კი, ისევ ფრონტის წინა ხაზზე ვიდგებით ჩვენი სამშობლოს დასაცავად,“- განაცხადა ირმა ინაშვილმა გადაცემაში „სტუდია #8“.

დღის გადაცემები