13.12.2024 | 05:44
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" აქციაზე 30 000-ზე მეტი ადამიანი მივიდა

ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის შეკრებილი 30 000-ზე მეტი მოქალაქე და "პატრიოტთა ალიანსის" მხარდამჭერებით გავსებული ტერიტორია - ასე გამოიყურებოდა დღეს, ზუსტად 17:00 საათზე თავისუფლების მოედანი. ფართომასშტაბიანი აქცია პარტიის თავმჯდომარემ, დავით თარხან-მოურავმა გახსნა. მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ დღევანდელმა აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ფაქტი, რომ "პატრიოტთა ალიანსი" ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალაა. პარტიის თავმჯდომარის თქმით, ქვეყანაში უნდა დასრულდეს ის პოლიტიკური გარიგება, რომელსაც  ხელს "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" უწყობენ.  მისივე თქმით, სწორედ "პატრიოტთა ალიანსია" ის ძალა, რომელიც ხალხის ინტერესებზეა ორიენტირებული და სწორედ ამიტომ, 31 ოქტომბერს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს და უარი უთხრას იმ  პოლიტიკურ რეალობას, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს. დავით თარხან-მოურავმა სოხუმთან და ცხინვალთან ჩატეხილი ხიდების აღდგენის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

 

მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა. მან განმარტა, რომ ქვეყანაში უკვე წლებია ხელისუფლების ჩანაცვლების პროცესი მიმდინარეობს. ამასთან მან ადგილზე შეკრებილ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა "პატრიოტთა ალიანსის" მიერ ჩატარებული უპრეცედენტო გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობა მიილიონ 200 ათასმა ადამიანმა მიიღო. პარტიის გენერალური მდივნის თქმით, "პატრიოტთა ალიანსი" არის ძალა, რომელსაც აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ გააერთიანოს ქვეყანა. გარდა ამისა,  "პატრიოტთა ალიანსის"  ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ირმა ინაშვილმა  საქართველოში არსებულ მძიმე სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

 

პარტიის ლიდერებმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ  30 000-ზე მეტ მოქალაქეს ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კიდევ ერთხელ წარუდგინეს.  ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალის მაჟორიტარობის კანდიდატები  დღევანდელი აქციის მნიშვნელობაზე საუბრობენ და ყურადღებას მათ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე ამახვილებენ.

 

თავისუფლების მოედანზე პარტიის მხარდასაჭერად ათასობით ახალგაზრდა შეიკრიბა, მათ შორის იყვნენ პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები. ახალგაზრდა პატრიოტებმა საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირეს და  თანატოლებს მოუწოდეს, რომ არჩევნებზე მივიდნენ და ხმა ქვეყნის უკეთესს მომავალს მისცენ.

დღის გადაცემები