13.12.2024 | 05:48
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობენ

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობენ.  ამომრჩეველს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვაში შეხვდნენ, ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში, ამირან ტაკიძე და პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, გულნარა ბასილაძე. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კანდიდატებმა მოსახლეობასთან პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. მათი თქმით, სოფელ დაგვაში უამრავი პრობლემაა, რომლის მოგვარებაც მხოლოდ " პატრიოტთა ალიანსს " შეუძლია. ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

 

მორიგი შეხვედრა გამართა, "პატრიოტთა ალაინსის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში სოსო პარწიკანაშვილმა. კანდიდატი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების აწყურის, ზემო ხოდაშენის, ხორხელის, ჩაბინაანისა და ქისტაურის მაცხოვრებლებს შეხვდა. სოსო პარწიკანაშვილის თქმით, მოსახლეობა " პატრიოტთა ალაინსს " სრულ მხარდაჭერას უცხადებს.  მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებისგან ყურადღებას ვერ გრძნობენ და " პატრიოტთა ალიანსის " იმედი აქვთ.

 

ამომრჩეველს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შეხვდა, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის საარჩევნო ოლქში " პატრიოტთა ალიანსის "  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ შაორშაძე. კანდიდატის თქმით, ოლქში არაერთი გადაუჭრელი საკითხია, რომელთა მოგვარებისა და ქვეყნის მძიმე ვითარებიდან გამოყვანის რეალური გეგმა მხოლოდ „პატრიოტთა ალაინსს“ გააჩნია.

დღის გადაცემები