16.08.2022 | 22:32
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გიორგი ლომია: "ნებისმიერი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი - საკუთრება, რომელიც საზოგადოებას ემსახურება, ასევე ექვემდებარება იმ კანონებს, რა კანონებსაც ემორჩილება ნებისმიერი ჩვენთაგანი, ანუ კონსტიტუციას, ანტიდისკრიმინაციულ კანონს"

ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ლომიამ განაცხადა. "როდესაც ჩვენ, "პატრიოტთა ალიანსმა", დავიწყეთ საუბარი, რომ აჭარის რეგიონი საფრთხეშია, რადგან თურქული კულტურული და ეკონომიკური ექსპანსია ძალიან დიდია და ვერ გაუძლებს აჭარის რეგიონი, ჩვენ გვითხრეს, რომ თურქოფობები და ქსენოფობები ვართ. დღეს კი, თურმე, შენ შეგიძლია, რუსს რასობრივად, ნაციონალურად ყველანაირი შეურაცხყოფა მიაყენო და შენ არ ხარ ქსენოფობი. თითქოს შენ დისკრიმინაციას არ ეწევი, როდესაც ამბობ, რომ რუსს კაფეში ან სასტუმროში არ შეუშვებ. ნებისმიერი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი - საკუთრება, რომელიც საზოგადოებას ემსახურება, ასევე ექვემდებარება იმ კანონებს, რა კანონებსაც ემორჩილება ნებისმიერი ჩვენთაგანი, ანუ კონსტიტუციას, ანტიდისკრიმინაციულ კანონს. იქ ვინმესთვის შესვლის აკრძალვა რასობრივი, ნაციონალური, რელიგიური ან სხვა მსგავსი ნიშნით არის დისკრიმინაცია. დღეს, როდესაც ეს ეხება რუსებს, დავიწყებული აქვს ყველას დისკრიმინაციაც, ქსენოფობიაც და ადამიანის უფლებებიც. აი, სწორედ ეს არის ორმაგი და სამმაგი სტანდარტი", - განაცხადა გიორგი ლომიამ.

დღის გადაცემები