28.06.2022 | 01:04
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი: "ქართულმა ოცნებამ" იქამდე მიიყვანა საქმე, რომ "ნაცმოძრაობის" 9-წლიან რეჟიმზე ლაპარაკი უკვე მარგინალიზებულია"

"პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი 20 ივნისს გამართულ აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ აქციაზე არა "ქართული ოცნების" ან "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეები, არამედ საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობის მომხრე ადამიანი იდგნენ. მისივე თქმით, სწორედ "ქართული ოცნების" 10-წლიანი მმართველობის შედეგი და "დამსახურებაა" ის ფაქტი, რომ დღეს ახალგაზრდობამ არაფერი იცის "ნაცმოძრაობის" სისხლიანი მმართველობის შესახებ და ის, რომ ამ კრიმინალური რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად რაიმე ტიპის საპროტესტო აქციაში მონაწილეობა სირცხვილად აღარ მიიჩნევა.  ინაშვილმა განაცხადა, რომ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია ქვეყანა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, რათა ბოლოს და ბოლოს სამართლიანი, დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყანა აშენდეს.

"ნაცვლად იმისა, რომ დღეს "ქართული ოცნების" ლიდერთა მთელი შემადგენლობა გამოდიოდეს (განსაკუთრებით, ისინი, ვინც ქართველ ხალხს ასე სძულს) და ამბობდეს: ჩვენ მივდივართ, დაინიშნოს ახალი არჩევნები და სამართლიანად ჩატარდეს ბოლოს და ბოლოს ეს არჩევნები ქვეყანაში, ავაშენოთ მართლაც სამართლიანი, ნორმალური, დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა - ამის ნაცვლად, სისულელეს სისულელეზე ამატებენ. სწორედ ამ მიუღებლობამ და ამ ადამიანების მიმართ სიძულვილმა გამოიყვანა ეს ახალგაზრდობა პარლამენტის წინ. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია ქვეყანა. ამ აქციაზე გია ბუღაძეს რომ მოუსმენენ, იქ ბოკერიები და სააკაშვილის მომხრეები იდგებიან, ან სააკაშვილის ბანერები იქნება და ა.შ., ანუ ამ ხალხის გვერდით, მათთან ერთად რაიმე ტიპის საპროტესტო აქციაში მონაწილეობა სირცხვილად აღარ მიიჩნევა, - აი, ამას მიაღწია "ქართულმა ოცნებამ". ეს არის "ქართული ოცნების" 10-წლიანი მმართველობის შედეგი და "დამსახურება". აი, ზუსტად ის ნაწილი, რომელიც არც საკაშვილის მომხრეა, არც "ქართული ოცნების" და არის საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობის მომხრე და ეს ნაწილიც კი რომ გადააბიჯებს იმას, რომ სირცხვილია იქ მისვლა, სადაც ეს ხალხი დომინირებს, - უნდა მიხვდე შენ, ხელისუფლებავ, რომ ძალიან ცუდად არის უკვე შენი საქმე. ახალი თაობა უკვე პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული. მას აქვს თავისი შეხედულებები და პოზიციები. მას სურს, მონაწილეობდეს პოლიტიკურ პროცესში. ბევრ მათგანს აღარ ახსოვს, რაც ხდებოდა სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში, საერთოდაც არ აინტერესებს, რომ გაეცნოს და რაღაც ინფორმაცია მიიღოს. "ქართულმა ოცნებამ" იქამდე მიიყვანა ამ ქვეყნის და საზოგადოების საქმე, რომ უკვე მარგინალიზებულია იმ ცხრაწლიან რეჟიმზე ლაპარაკი", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

გამოქვეყნდა 4 დღის წინ  |  ნანახია 16-ჯერ
დღის გადაცემები