27.04.2024 | 02:10
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნა [ვიდეო]

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში მონაწილე ჟურნალისტების მიღება გაიმართა. სამსახურის ხელმძღვანელმა  ჟურნალისტებს სიტყვით მიმართა, მათ პროფესიული დღე  მიულოცა და მადლობა გადაუხადა.  სიგელი გადაეცა  ასევე „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურ მდივანს.  ვეტერანთა სამსახურმა სიგელი ირმა ინაშვილს მარტვილში გადასცა.  ნაციონალური მოძრაობის დროს ჟურნალისტთა ფედერაციის შენობიდან გამოტანილი  და ფაქტობრივად ქუჩაში დადებული მემორიალი  ომის ვეტერანმა, ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია ,,ობიექტივის’’ შენობაში განათავსა. ორიოდე დღის წინ კი ომის ვეტერან, ექსპერტ მამუკა არეშიძისა და ირმა ინაშვილის ძალისხმევით მემორიალური დაფა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაუბრუნდა.  კობა კობალაძის განცხადებით,  უახლოეს მომავალში, უწყების ეზოში მემორიალი აიგება, რომელზეც აფხაზეთში დაღუპულ მედიის წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წელის აგვისტოს ომში დაღუპული ჟურნალისტები იქნებიან მოხსენიებულნი. 

დღის გადაცემები