27.04.2024 | 03:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს საპატრიარქო მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებს [ვიდეო]

მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეპარქიის მმართველი მიტროპოლიტი და საპატრიარქო მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებენ. საზოგადოების დაწილი კი მომხდარს, ნაციონალური მოძრაობის მიერ პატრიარქის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ შეტევას უწოდებს.

„მსგავსი რამ ეკლესიას თანამედროვე ეპოქაში არ ახსოვს. ეს არის გაუგონარი თავხედობა. ეს ყველა მართლმადიდებელ ქართველს, საქართველოს მოქალაქეს უნდა ეხებოდეს. ეს არის ეკლესიისა და სიწმინდის ფეხქვეშ გათელვა. მიმდინარეობდა კრება, სადაც მოხდა შეჭრა. ეს არის რეზიდენცია, რომელსაც აქვს უფლება ჩაატაროს კრება დამსწრეების გარეშე. ეს არის დევნა. ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს. ამას ვამბობ ბევრი მღვდელმთავრის სახელით“, –საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

დღის გადაცემები