19.04.2024 | 05:21
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სპეციალისტები ნამახვანჰესის საფრთხეებზე საუბრობენ [ვიდეო]

ნამახვანჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს.  ჰესის მშენებლობის შემთხვევაში გარემო ისე შეცვლება, რომ ადგილობრივები ვეღარც ტურისტებს მოხიბლავენ თვალწარმტაცი ბუნებითა და ვერც სახელგანთქმულ ღვინოს დააყენებენ. თურქულ კომპანიას, რომელსაც კაშხლის მშენებლობა აქვს გადაწყვეტილი, ამ დრომდე არ აქვს დათვლილი რა ზარალი მიადგება რეგიონს იმ შემთხვევაში თუ სეისმურად არამდგრად ტერიტორიაზე მაღალი ბალის მიწისძვრა დაფიქსირდება. ნამახვანის გზაზე, მეწყრულ უბნებს ხშირად შეხვდებით.  სპეციალისტების თქმით,  ჰესის მშენებლობას ისე გეგმავენ ამ დრომდე არაფერია შესწავლილი.

თეა გოდოლაძე წარმოშობით ლეჩხუმიდანაა. გარდა იმისა, რომ მისთვის კაშხლის მშენებლობა განსაკუთრებით სენსიტიურია, გააზრებული აქვს ის რისკები რაც შესაძლოა ნამახვანჰესის მშენებლობამ გამოიწვიოს. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ 103 მეტრიანი ჰესის მშენებლობა გარემოს უმძიმეს შედეგს მიაყენებს.

გარემოზე ზემოქმედების გაცემულ ნებართვებზე საუბრობს ნინო ჩხობაძე. საქართელოს "მწვანეთა მმოძრაობის" ხელმძღვანელი ამბობს, რომ ხელისუფლება ვალდებულია  დოკუმენტაცია გაასაჯაროვოს, რომელიც კომპანიის მისამართით არის დადებული. ნინო ჩხობაძე ეჭვობს, რომ ჰესის მშენებლობის დოკუმენტში არ არის უსაფრთხოების გარანტიები ჩადებული. კლიმატის ცვლილებებიდან გამომდინარე ბუნდოვანია ეყოფა თუ არა წყალი ექსპლუატაციაში მყოფ ჰიდროელექტროსადგურს და ხომ არ მივიღებთ ხეობაში ბეტონის კონსტრუქციებს უწყლოდ?

დღის გადაცემები