27.04.2024 | 03:54
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მორიგი თავდასხმა ჭყონდიდის მიტროპოლიტზე [ვიდეო]

ხმაური და დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში. პეტრე ცაავამ ეკლესიაში დარჩენილი კლანის წევრების მეშვეობით მეუფე სტეფანესათვის პროვოკაციის მოწყობა კიდევ ერთხელ სცადა. ბალდის ტაძარში მისულ ეპარქიის მმართველს შეძახილებით დახვდნენ და წირვის ჩაშლა სცადეს, თუმცა უშედეგოდ. მეუფე სტეფანემ ლიტურგიის ჩატარება მაინც მოახერხა. გამორიცხული არ არის, რომ ეპარქიის ყოფილი მმართველის და მისი მიმდევრების გაღიზიანება, გასულ კვირას, 21 მარტს, მარტვილის საკათედრო ტაძარში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია. მართლმადიდებლობის ზეიმზე წირვა 15-მა მეუფემ აღავლინა, მიტროპოლიტ სტეფანეს კი მხარდაჭერა მრევლმა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოუცხადა.

 

დაპირისპირებულ მხარეებს შორის სიტუაციას სამართალდამცველები აკონტროლებდნენ. მედიით გავრცელებულ კადრებში  კარგად ჩანს და ისმის, რომ ერთ-ერთი სასულიეროპირი და რამდენიმე საერო წარმომადგენელი, დაჟინდებით ცდილობს მეუფე სტეფანეს პროვოცირებას.

 

ამ დროისათვის ეპარქიაში სიმშვიდეა, "ობიექტივისთვის" ცნობილია რომ პოზიციის დაფიქსირებას მომხდარზე საპატრიარქოშიც აპირებენ, თავად მეუფე სტეფანე კი პროვოკაციებზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს. ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი მის მიმართ წამოწყებულ ძალადობრივ კამპანიას მხოლოდ მძიმე მარხვის დასრულების შემდეგ გამოეხმაურება.

დღის გადაცემები