27.04.2024 | 04:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სამთო-სათხილამურო კურორტების წარმომადგენლები შეზღუდვების გაუქმებას ითხოვენ [ვიდეო]

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას სამთო-სათხილამურო კურორტების წარმომადგენლები ითხოვენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში გაიმართა.  

"ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნაა, პირველი თებერვლიდან მოგვცენ ზამთრის კურორტებს შესაძლებლობა, რომ ვიმუშაოთ და დავიწყოთ იმაზე ფიქრი, როგორ აღვადგინოთ ტურიზმი. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს გეგმა და ყველა პრობლემასთან დაკავშირებით გვაქვს პასუხი, შეგვიძლია მაქსიმალურად დავეხმაროთ ხელისუფლებას, რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და იმედია, ჩვენი თანამშრომლობა შედეგს გამოიღებს. ჩვენი შეთავაზებაა, გავხსნათ როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო გზები ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც გამომუშავებული აქვს იმუნიტეტი ვაქცინის სახით, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი"- ამის შესახებ „ინ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ერეკლე კოკაიამ განაცხადა. 

დღის გადაცემები