27.04.2024 | 02:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ეპიდემიოლოგიური ვითარება და იმუნიზაციის პროგრამა [ვიდეო]

ეპიდემიოლოგიური ვითარება და იმუნიზაციის პროგრამა - საკითხები რომელბიც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მინისტრებმა და ეპიდემიოლოგებმა განიხილეს.

კლინიკებში საწოლფონდის მობილიზება დამატებით კიდევ მოხდება, დაახლოებით 6000 საწოლი გვინდა, რომ კვირის ბოლომდე იყოს მობილიზებული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, კლინიკებში დღეს 4200-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს.

ასევე საბჭოს სხდომაზე ისაუბრეს ვაქცინების შემოტანაზე. როგორც თამარ გაბუნიამ განაცხადა, მოკლე ხანში შესაძლებელია ბაზარზე „ნოვავაქსის“ მეტად აქტიურად გამოჩენა, როგორც „კოვაქსის“ პლატფორმით, ასევე უშუალოდ „ნოვავაქსთან“ მოლაპარაკების საშუალებით. ასევე „კოვაქსიდან“ „ფაიზერის“ გარკვეული დოზები ივნისშია მოსალოდნელი.

დღის გადაცემები