27.04.2024 | 00:14
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სარჩელი სემეკის წინააღმდეგ [ვიდეო]

ვიდრე სემეკი გაზრდილ გადასახადებზე მოკვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს, მოძრაობა  სოლიდარობას" პროკურატურაში სარჩელი შეაქვს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ კომუნალურებზე გაორმაგებული გადასახადები კორუფციის შედეგია. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სემეკის მოკვლევის იმედი არ აქვთ, რადგან მათი მისამართით კონკრეტული კითხვის ნიშნები აქვთ. მაგალითად ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ სემეკში 2021 წელს ხელფასებში და დანამატებში მილიონ ორმოცდაათიათას რვაას ორმოცდაცხრა ლარია გაცემული. სამოქალაქო პლატფორმა ითხოვს ფინანსური ორგანიზაციები სემეკის საქმიანობით დაინტერესდნენ.

დღის გადაცემები